გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ჩემთვის ცნობილია, რომ წირვის შემდეგ ეკლესიიდან უნდა წავიდე მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღსავლის კარი დაიხურება. სააღდგომო მსახურების შემდეგ კი საერთოდ არ დახურულა კარი. რასთან არის ეს დაკავშირებული?
ბრწყინვალე შვიდეული ტაძარში ყველა სხვა სადღესასწაულო ვითარებასთან ერთად იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მთელი კვირის განმავლობაში კანკელის ყველა კარი ღიაა არა მარტო მღვდელმსახურების დროს, არამედ მღვდელმსახურების გარეშეც, რაც იმის მაუწყებლად ხდება, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამ ჩვენ გაგვიღო ზეციური სამეფოს კარები, რათა ჩვენ შეგვძლებოდა შევსულიყავით ჩვენი მეუფის სიხარულში!
კატეგორია - ტაძარი, სულიერი დარიგებები