გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

წმინდა წერილი გვმოძღვრავს, რომ მიწაში არ უნდა ჩავფლათ ჩვენი ნიჭი და უნარი, მაგრამ თუ ასეთი საბოძვარი არ გამოუმეტებია უფალს ჩვენთვის, რა დავუბრუნოთ უკან?
უფლის სამსჯავროზე ჩვენ პასუხი მოგვეთხოვება არა იმისათვის, ბევრი გვქონდა თუ ცოტა ტალანტი, არამედ იმისთვის, როგორ გამოვიყენოთ ის. ვისაც ბევრი მიეცა, იმას ბევრიც მოეთხოვება; ვისაც სულ მცირედი ნიჭი აქვს, არც იმას აქვს უფლება, სიზარმაცის და უქმობის გამო, არ გამოიყენოს იგი უფლის სადიდებლად!
კატეგორია - ტაძარი, სულიერი დარიგებები