გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ უნდა ვუცქიროთ ჩვენთვის გაღებულ მოწყალებას?
მოწყალება უნდა მივიღოთ შიშით, იმიტომ, რომ საშინელ სამსჯავროზე პასუხს ვაგებთ მიღებული წყალობისათვის, რომელიც სამაგიერო სიკეთით არ გადაგვიხდია. უნდა ვილოცოთ მწყალობელთათვის, რათა ცოდვაში არ ჩაგვეთვალოს მათგან მიღებული მოწყალება.
ღრმად მორწმუნე ბერები, ყოველგვარ დახმარებაზე თავადაც პასუხობენ დახმარებითვე ან საჩუქრით.
კატეგორია - ტაძარი, სულიერი დარიგებები