გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

აქვთ თუ არა მრევლის წევრებს ღვთისმსახურებისა და მისი დასრულების შემდეგ სამეუფო კარსა და იმ ანალოღიას შორის გავლის ნება, სადაც სადღესასწაულო ხატია დასვენებული?
როდესაც აღსავლის კარი დახურულია და საეკლესიო მსახურება არ მიმდინარეობს - დასაშვებია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ამბიონზე აუსვლელად (საიდანაც დიაკვანი კვერექსებს ამბობს, ხოლო მღვდელი - ქადაგებებს), რადგან საეკლესიო წესებით საეროთათვის აკრძალულია ამბიონზე დგომა.
კატეგორია - ტაძარი, სულიერი დარიგებები