გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ უნდა დავუმტკიცოთ სექტანტებს მათი რწმენის მავნებლობა?

ჰკითხეთ სექტანტებს - ვინ არიან მათი წმინდანები, სასწაულმოქმედნი, ღირსნი მამანი! ასეთები მათ არა ჰყავთ და ვერც ეყოლებათ. სექტანტები მათ არ სცნობენ და ამით ამტკიცებენ კიდევაც, რომ მათი რწმენა არ არის წმიდა, ვინაიდან არ გამოგვივლენს წმინდანებს, არ განწმენდს ხალხს. ყველა სექტანტური სარწმუნოება წარმოიშვა ქრისტეს ეკლესიასთან დაპირისპირების გამო, გონების ამპარტავნებით; მათი მრევლი ფიქრობს, რომ უფრო უკეთ, უფრო სწორად ესმის და განმარტავენ სახარებას, ვიდრე თვით ქრისტეს ეკლესია იქმს ამას.
კატეგორია - ტაძარი, სულიერი დარიგებები