ისევ ის ნანი!..
12-10-2009
"მე ცხოვრების გრძელი გზა გავიარე და მინდა ახლა ეს გზა მოკლე კადრებით კიდევ ერთხელ განვვლო თქვენთან ერთად. ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, ოღონდ
ნუ ეცდებით იმის გამოთვლას, რამდენი წლის შეიძლება ვიყო. ქალს არასოდეს სიამოვნებს ასაკის გამხელა", - ფილარმონიის განახლებულ დიდ საკონცერტო დარბაზში ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი საღამო ქართული ესტრადის დედოფალმა ნანი ბრეგვაძემ.
სახელმწიფო ორკესტრთან და ნიკა მემანიშვილთან ერთად შესრულებული ქართული, რუსული და ინგლისური სიმღერების რეპერტუარს შიგა
დაშიგ ცვლიდა ძველი საკონცერტო ჩანაწერები და ფრაგმენტები ფილმებიდან, რომელთა მუსიკალურ ნაწილს ქალბატონი ნანი ახმოვანებდა. აღმოჩნდა, რომ ნანი ბრეგვაძე ლაღი იუმორისა და უშუალო ბუნების გამო კონცერტის კარგი წამყვანიც ყოფილა. ფირზე გადაღებულ წარსულის ფრაგმენტებს ისეთ კომენტარებს ურთავდა, დარბაზი სიცილს ვერ იკავებდა.
"როცა მრავალი წელი გავიდა სცენაზე, მივხვდი, რომ რადგან ამდენი ხანი ვჭირდებოდი
ხალხს, მომღერალი ვიყავი, კარგი მომღერალი. ეს განცდა ეტაპობრივად მოვიდა, დიდი გზის გავლის შემდეგ", - გაუმხილა მომღერალმა კონცერტზე მოსულ თაყვანისმცემლებს.
ფილარმონიაში გამართულ კონცერტში არ მონაწილეობდა ნანი ბრეგვაძის განუყრელი აკომპანიატორი მედეა გონგლიაშვილი. როგორც ქალბატონმა ნანიმ თქვა, იგი შეუძლოდ გამხდარა.
ქართული ესტრადის დედოფალმა, სიყვარულით გაიხსენა ფილმზე "ვერის უბნის მელოდიები" მუშაობის პერიოდი. "სოფიკოს გარდაცვალება ძნელი შესაჩვევია. როდესაც ფილმის მუსიკალურ გახმოვანებაზე ვმუშაობდი, სოფიკო ჩემ გვერდით იდგა ყოველთვის, მისი მანერების მიხედვით ვმღეროდი, რომ მუსიკა ლამაზად შერწყმოდა მოძრაობას. ერთ დღესაც, როდესაც გვეგონა, რომ ყველაფერი დავასრულეთ, მოვიდა გიორგი შენგელაია და განაცხადა, ფილმს ძალიან აკლია სიმღერა საკანში, მოდი ჩაწერეო. ფაქტობრივად იმ წუთში დაწერა გოგი ცაბაძემ სიმღერა. ეს სიმღერა საკონცერტო რეპერტუარში არ მქონია, მაგრამ მაინც გიმღერებთ", - და დაირხა ლამაზი ჰანგი...
საღამოს დასასრულს ნანი ბრეგვაძემ ქალიშვილ ეკა მამალაძესთან და შვილიშვილ ნატალიასთან ერთად იმღერა. მომღერალმა "იურმალა 2008"-ის გამარჯვებულ რატი დურგლიშვილთან და ჯეოსტარელებთან ერთად ინგლისურენოვანი სიმღერით გააცოცხლა ძველი "ორერა".
"კონცერტის წინ პატრიარქს ვეახელი და მან დამლოცა. სწორედ ამიტომაც შევძელი ეს დიდი გზა დღეს კიდევ ერთხელ გამევლო თქვენთან ერთად," - განაცხადა კონცერტის დასასრულს ნანი ბრეგვაძემ.


Lia
01 თებერვალი 2010 20:19
მიკვარს ნანი და მისიმტელი ოჯახი დსალიან კულტურული და ინტელიგენტია ზხოვრებაზი. მასტან ხსჰირად მიკონტაკტია, არატსცჰვეულებრივი კარგი კალია. ხმერტმა დიდხანს აზოზხლოს.
Gკოზნი ტსცჰემო ნანი
lia
22 ნოემბერი 2009 18:19
ნანი ბრეგვაძე ყველა ქართველისთვის საყვარელი მომღერალია
ნაზი- უშუალო- ლამაზი ქალბატონი.
დიდხანს გვესმინოს მისი სიმღერები სცენიდან
სად შეიძლება ამ საღამოს ჩანაწერის ნახვა?
nima
19 ნოემბერი 2009 00:54
didi madloba kvirispalitras,gansakutrebi ki ekas minda gadavuxado didimadloba,aseti lamazi da saintereso statiistvis

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?