საბავშვო პარკები სახიფათოა ბავშვებისთვის!
16-03-2015
საბავშვო პარკები სახიფათოა ბავშვებისთვის!
თბილისის რამდენიმე სკვერში რომ გაისეირნოთ, გუნების გამოკეთების ნაცვლად,­ შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ და თავი ჰიჩკოკის ფილმების გმირიც კი გეგონოთ - უმრავლეს საბავშვო სკვერში დამტვრეული და დაჩეხილ-დანაკუწებული საქანელები­ დაგხვდებათ... პატარებიც შექმნილ გარემოს­თან შეგუებას ცდილობენ და საქანელაზე გართობის ნაცვლად, ჯაჭვზე შემორჩენილ პლასტმასის ნაჭრებს ეკიდებიან.

დამტვრეულ სათამაშოებთან ერთად, სკვერებში სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო­ ნარჩენებიც ყრია და სილაში ბოთლები თუ ცელოფანის პარკებია მიმოფანტული. ბუნებრივია, მოუწესრიგებელი და მოუვლელი პარკები მშობლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენც რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ:

ნათია
მგელაძე:
"ორი პატარა მყავს და კორპუსის ახლოს, სკვერში ხშირად გამო­მყავს, მაგრამ ბოლო დროს პარკები იმდენად­ დანაგვიანდა, მიჭირს გარკვევა, ბავშვისთვის ოთხ კედელში გამოკეტვა ჯობია, თუ დანაგვი­ანებულ სილაში თამაში... საქანელები, ჩამოსასრიალებელი, აიწონა-დაიწონა - ყველა სათამაშო დამტვრეულია და ყურადღებას არავინ აქცევს. ყველაფერთან ერთად  პლასტმასის განადგურებული სათამაშოები საშიშ ნივთებად
იქცა, რადგან კუთხე­ები ბასრი აქვს და შეიძლება ბავშვს თვალში მოხვდეს. ვინ აგებს ამაზე პასუხს?!"

თინა ბენიძე:
"თბილისში ისედაც დაბინძურებული ჰაერია და ჩვენთვის ერთა­დერთი შვება სკვერია, რომელიც სახლთან ახლოს არის და ამის გამო ყოველდღე ბავშვის­ შორ მანძილზე წაყვანაც არ მიწევს. ადრე აქ ჩემი შვილი კარგად ერთობოდა, ყველაფერი მოწესრიგებუ­ლი და სუფთა იყო, მაგრამ ახლა საქანელაზეც კი ვერ ვსვამ - დამტვრეული და ჭუჭყიანია. ქალაქში ბავშვისთვის გასართობი ადგილი ხომ უნდა იყოს, თუ  ყველაფერში ფული უნდა გადავიხა­დოთ?! თანაც ამ სკვერის ახლოს სკოლა და ბაღია, აქ უამრავი ბავშვი იყრის თავს და იქნებ შეგვიქმნან სუფთა გარემო?!"

საქანელებს ბავშვებიც ითხოვენ:


ნიაკო ხოსიტაშვილი, 10 წლის: "გაკ­ვე­თილების შემდეგ, მეგობ­რები სკვერში მოვდივართ, მაგრამ ხშირად ფეხზე დგომა ან ქვაზე ჩამოჯდომა გვიწევს, რადგან თითქმის­ ყველა სკამი დამტვრეულია. ცოტა ხნის წინ, ერთ სკამს ცეცხლი წაუკიდეს... სკვერში ­ლუდის ბოთლებიც ბევრჯერ გვინახავს, უფროსი ბიჭები სვამენ და აქვე ყრიან".

ნინი ნაზღაიძე, 6 წლის: "მე ჩამოსასრიალებელი მიყვარს, მაგრამ ცოტა ხნის წინ ისიც დამტვრეული დამხვდა. ზაფხულში ჩემმა მეგობარმა ფეხი ბოთლის ნამსხვრევს დააბიჯა და საავადმყოფოში წაიყვანეს. ამის მერე დედა სკვერში მოსვლას მიკრძალავდა, მაგრამ მე და ჩემი ტოლები აქ ვხვდებით ერთმანეთს, სხვაგან სად უნდა წავიდეთ?!"
ვინ არის სკვერების მოვლა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელი და რა გეგმა აქვს ამ მიმართულებით თბილისის ხელმძღვანელობას, ამის გარკვევა დავით ნარმანიას უწყებაში ვცადეთ. თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ სკვერების მოვლა "თბილსერ­ვისს"დაევალა. გვითხრეს, რომ უწყება სკვერებს ყოველდღიურად ასუფთავებს, დამტვრეულ სათამაშოებს და გასართობებს კი გამგეობა ეტაპობრივად გამოცვლის...

რუსუდან შელია
gia
28 მარტი 2015 00:38
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ,ზედმეტად მიკერძოვებული პათოსითაა გაჟღენთილი თქვენი სტატია.მიზეზი იმისა,რომ პარკები და სკვერები მოუვლელია მდგომარეობს შემდეგში:
1 ღორი და ფეთხუმი უფროსები(ლუდი,არაყი და ასე შ.)
2 მათ მიერ აღზრდილი პირწავარდნილად ანალოგიური მომავალი თაობა,რომელიც იშვიათი გამონაკლისების გარდა გასაოცარი სიბეჯითით გვანან მშობლებს.
3 ყოველთვის მთავრობის ხელებში ყურება.
P.s.მე არა ვარ არავისტი(მეც მშობელი ვარ ორი შვილისა.)
და იმ თბილიში ვცხოვრობ მეორე სართულზე სადაც დანარჩენი 7 სართული მოსახლეობა აქტიურად ამკობს ახლად აყვავებულ ტყემლის ხეს სხვადასხვა ნაგვით.შემიძლია ფოტოების დართვაც.
qeti
27 მარტი 2015 15:35
ყველაფერსაც ხედავენ მაგრამ არაფერს აკეტებენ.
ilo
25 მარტი 2015 19:38
ამდენი მუქთამჭამელი ,,ოპერმუშაკი'' რას მიკეთებს,რატო არ ახდენენ თავიანთი სამუშაო ტერიტორიის კონტროლს,მითუმეტეს ასეთი ადგილების,სადაც საბავშვო გასართობი ინვენტარია,არაფერს ვამბობ მოსაცდელებზე და სკამებზე...ყველა ასეთი, დამნაშავის დაუფიქსირებელად დამტვრეული ინვენტარის საფასურის ნახევარზე მეტი უნდა ნაზღაურდებოდეს ამათი ხელფასებიდან და მერე ნახავთ როგორ გამოსწორდება მდგომარეობა..

რედაქტორის რჩევით