"მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება"
30-03-2015
"მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება"
"...ეს ვიღაცისთვის ციფრებია, ჩემთვის კი - უმძიმესი ოჯახური ტრაგედია."

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამა­რშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდ­ება, რამაც საზოგადოება ააღელვა. რა ხელშეკრულება დაიდო მერიასა და კერძო­ კომპანიას შორის წინა ხელისუფლების მმართველობისას და რატომ ფერხდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, "კვირის პალიტრის" კითხვებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაბა სამუშიამ უპასუხა:

- უგულავამ და მისმა ჯგუფმა სამარშრუტო ტაქსების კომპანიასთან კაბალური­ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხე­დვითაც, მერიასა თუ საკრებულოს მგზავ­რობის ღირებულების ცვლილებაზე გავ­ლ­­ენის მოხდენის ბერკეტი არ გააჩნია.
კო­მპ­ანიას კი მხოლოდ ის ევალება, რომ ტარიფ­ის­ გაზრდის შემთხვევაში, მერიას საკუთ­ა­რი გადაწყვეტილება ერთი თვით ადრე შეატყობინოს. თბილისის ახალი ხელმძღვა­ნელობა თუ კომპანიასთან დადე­ბული ხე­ლ­­შე­კრულების პირობების შეცვლას გადა­წყვეტს, სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს... ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებუ­ლების გაზრდა არ იგეგმება.

- მუნიციპალური ტრანსპორტის განა­ხლებას თუ გეგმავთ?
- ავტობუსების
პარკის განახლებისთ­ვის თანხის გამოყოფას ფინანსური ინსტი­ტუტებისგან ველოდებით. ამ სფეროში ცნობილი ბრენდი მზად არის+, თბილისში­ ავტობუსების შემოყვანასთან ერთად, ადგილზე საწარმოც შექმნას, რომელიც ავტობუსების გამართულ მოძრაობაზე იზრუნებს. ამასთან, სამარშრუტო ხაზების კორ­ექტირებაც აუცი­ლებელია. ნარმანიას მძიმე მემკვ­იდრეობა ერგო, რაც ყველა დონეზე, მათ შორის საკადრო პოლიტიკაზეც აისახა.­ ვფიქრობ, მერიაში რამდენიმე პირის ადგი­ლი­ არ არის.

- მაშ რატომ ინარჩუნებენ თანამდებობებს?
- შესაძლოა, საკრებულოს მერიაში კონკრეტული კადრი არ მოსწონდეს, მაგ­რამ ეს საკონკურსო კომისიის გადასაწყვეტია. დავით ნარმანია პრობლემების აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

- ხუთ თვეზე მეტია ორთაჭალის შესასვლ­ე­ლთან, ასმეტრიან მონაკვეთზე გზას აგებენ და სამუშაო დღემდე არ დასრულებულა.
- წინა ხელისუფლების მმართველ­ო­ბისას კომპანიები გზის საფარს ყოვე­ლგვარი გარანტიების გარეშე აგებდნენ.­ ჩვენ კი ხელშეკრულებაში ჩავდეთ პირ­ობა, რომ კომპანია ვალდებულია გზის საფრის ექსპლუატაცია სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოს.
რაც შეეხება ორთაჭალის მონაკვეთს, იქ ხიდიც სავალალო მდგომარეობაშია.

- საკრებულოში მერის მისვლის საკითხიც­ გაჭიანურდა...
- წინა მოწვევის საკრებულოს წევრი­ ვიყავი და ოთხი წლის განმავლობაში გიგი უგულავა საკრებულოში მხოლოდ ერთხელ ვნახე. ნარმანიას კი უკვე ოთხჯერ დაესწრო საკრებულოში განხილვებს. თბილისის მერი საკრებულოში აპრილის პირველ ნახევარში­ გვეწვევა. მომხრე ვარ, დედაქალაქის ხელმ­ძღვანელმა ყველა მწვავე კითხვას უპასუხოს.

- მწვავე კითხვები თქვენს მიმართაც გაჩნდა, ერთ დღეში სამი ბინა მართლა შეიძინეთ?

- სამი ბინა კი არ შევიძინე, მშენებარე კორპუსში 130 კვმ საცხოვრებელ ფართობზე ხელშეკრულება გავაფორმე, რომლის ღირებულებაც 10 წლის განმავლობაში კრედიტით უნდა დავფარო.

დოკუმენტებში ყველგან მესაკუთრედ შესაბამისი კომპანიაა მითითებული. მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებაზეა ლაპარაკი, ყიდვა კი უკვე დასრულებულ პროცესს ნიშნავს. ეძებეს და ბოლოს მხოლოდ ჩემი ვალი იპოვეს. სამწუხაროდ, ჩემს ოჯახსაც შეეხნენ და მედავებოდნენ, სამი შვილი გყავთ და ოთხ შვილზე რატომ ლაპარაკობთო. საქმე ის არის, რომ ერთი შვილი გარდაცვლილი მყავს. ხშირად წამომცდენია ოთხი შვილი... ასე რომ, ვიღაცისთვის ეს ციფრებია, ჩემთვის კი - უმძიმესი ოჯახური ტრაგედია.

რუსუდან შელია

kaxi
04 აპრილი 2015 20:28
რაღა უნდა გაძვირდეს მგზავრობის ღირებულება, ისედაც დიდია, ამასაც ხალხი ძლივს ვიხდით. თუ გააძვირებთ საერთოდ ვეღარ გადაიხდის ხალხი და მერე თითო ავტობუსში 2 პოლიციელის დაყენება მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი კონტროლიორებს ფულს ვერ გადაუხდის და იქნება ჩხუბი და გინება.

რედაქტორის რჩევით