თვალი გაახილეთ, ბატონებო!
20-04-2015
თვალი გაახილეთ, ბატონებო!
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, დიდი ხანია, ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი გაჩერებები ავტომობილების პარკ­ინგის ზონად იქცა. ვინმეს კი არ დაუკანონებია ეს, მძღოლები საკუთარი ინიციატივით აჩერებენ მანქანებს უადგილოდ და მათ ამისთვის არავინ სჯის. ამაში დავრწმუნდი, როდესაც ცინცაძის (ძველი საბურთალოს) ქუჩაზე, სუპერმარკეტ "სმარტის" მიმდებარე­ გაჩერებას ვაკვირდებოდი.

აქ საათობით დგას მანქანები და თანაც­ არა იმ მოქალაქეებისა, ვინც სუპერმარკეტში შეირბინა და ავტომობილი რამდენიმე წუთით გააჩერა. გაჩერებაზე დგომა თითქმის შეუძლებელია. არც ავტობუსის მძღოლს ეძლევა მონიშნულ ზოლში გაჩერების საშუალება,
რადგან აღარც ეს ზოლი არსებობს,­ წაშლილია და მისი სავარაუდო მონაკვეთიც - დაკავებული. ამ ავტომობილების მძღოლებს ვინმე რომ აჯარიმებდეს, აქ ხომ არ გააჩერებდნენ მანქანებს? ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ მათ ან ზეპირად დაუკანონეს პარკინგი, ან მართლწესრიგის დარღვევა გასდით. ამ დროს ხალხი იძულებულია, ავტომობილის სავალ ნაწილზე დადგეს და
ისე დაელოდოს ტრანსპორტს, ან შემდეგ გაჩერებამდე ფეხით იაროს, თუ, რა თქმა უნდა, იქ მაინც დახვდება თავისუფალი ადგილი.

უცნაურია, რომ შესაბამისი სამსახურები ვერ ამჩნევენ ფოტოზე აღბეჭდილის მსგავს დარღვევებს. ალბათ, ვერც შეამჩნევენ, ვიდრე რაღაც უბედურება არ დატრიალდება და ვინმე არ აღმ­ოჩნდება ავტომობილის საბურავებქვეშ. ასეთივე სურათია თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკეში.  


kaxa
26 მაისი 2015 08:49
თქვენ პუშკინის ქუჩა ნახეთ, ავტომობილები ლამის აივნებზე დაგვიყენონ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკულტურობას და უვიცობას საზღვარი არ აქვს, ჩამოსულ გოიმებს არც ადგილობრივები აკლებენ საქციელს და საბოლოოდ ვღებულობთ ფეხით მოსირულეთათვის დისკომფორტის მაგალითს, თბილიში წესრიგს ვერასოდეს ვერ მივიღებთ, მანამდე, სანამ ელემენტარულ ეთიკას არ ისწავლის ადამიანი, სხვა თემაზე საუბარიც ზედმეტია, ყველამ იცის თბილისი რას დაემსგავსა, .................დაფიქრდნენ ჩინოვნიკები ქალაქის კეთიიდღეობაზე..................
gigi
20 აპრილი 2015 14:22
ასეა აღმაშენებელის (პლეხანოვი)გაჩერებებებზეც. აბა, სცადე და მიუთითე ამ მართლაც ვიგინდარა "გოიმებს", გინებითა და დამუქრებით ლამის ფიზიკურადაც გაგისწორდნენ. იციან, რომ არავინ პასუხს არ მოსთხოვს. საინტერესო ისაა, რომ დღისით, მზისით დანაშაული ხდება და...დამნაშავე არავინაა?!... უპატრონო ქვეყანაა, მა რა ჩემი.........?!...
tuta
20 აპრილი 2015 10:24
საქმე იმაშია რომ ჩვენ ყველაზე, არა პრაქტიკული ერი ვართ. საქართველოში, ყველა მესამეს ყავს, ავტომობილი.. ამბიციისადა, სიგოიმის, გამო! და მერე სულ ტყუილად ვწუწუნებთ, რომ ვერადა ვერ ვითარდებით..ვერ ვძლევთ სიღარიბეს!...ისეთი სიგოიმე გვჭირს..რომ ; ვკატაობთ!! სწორედ ამის გამოა ქაოსი ქუჩებში.((

რედაქტორის რჩევით