"დღე ტუალეტი", ღამე საწყობი!
08-06-2015
"დღე ტუალეტი", ღამე საწყობი!
ჩვენს ქალაქში თითქოს რაღაც სასიკეთოდ იცვლება, მაგრამ არა ჩვენი ბაზარი, - გარე მოვაჭრეებს, რომლებიც პირდაპირ ასფალტზე, ნაგავში ყიდიან დამჭკნარ, მზისგან მოხარშულ და წყლის გამუდმებული "შეშხაპუნებით" გაბერილ ბოსტნეულს, ცხოველისა თუ ფრინველის ხორცს, შედარებით სიიაფის  გამო მუშტარი ყოველთვის ჰყავს...

თუკი გასაყიდი დარჩება რაიმე, ბაზრების ტერიტორიაზე პროდუქტის შენახვა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება...

ბოლო დროს აქ პროდუქტის თუ სხვადასხვა წვრილმანის შენახვის ახალი "პუნქტები" გაჩნდა - ბიოტუალეტები, სადაც პროდუქტებს მაშინ ინახავენ, როცა ბაზრიდან უკანასკნელი კლიენტი წავა.
ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმესი ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ ვაჭრობა მთავრდება...

დილით კი ამ ტუალეტებს მოვაჭრეები მეპატრონეებისაგან დატოვებული გასაღებებით აღებენ და უნიტაზის გარშემო შემოწყობილი პროდუქტით სავსე ყუთები სავაჭროდ გამოაქვთ... ამ პროცესის მოწმე დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე თავად გახლდით. მოვაჭრე ქალბატონმა
დახლი აკეცა და ბიოტუალეტში შეალაგა ყუთები და გასაღებიც გულმოდგინედ ჩაიდო ჯიბეში.

ასე რომ, "მორჩა ბაზარი" ჩვენს ცივილიზებულობაზე... მაგრამ კითხვას - "რა გვეშველება", პასუხი მაინც არ აქვს!

inga
14 ივნისი 2015 15:46
ყველაფერში კრეატიულები ვრთ ქართველები!
სანდრო
12 ივნისი 2015 16:26
!!! ნუ გიყვართ ჟურნალისტებს ყველაფრის გაბუქება !!!

მანდ დავდივარ ყოველ დღე. მაგ ტუალეტშიც ვარ შესული სხვა გზა რომ არ მქონია. ეგ ქალი ვინც სურათში ჩანს მუშაობს მაგ ტუალეტში და პარალელურად ყიდის ტუალეტის ქაღალდსა და სალფეთქს. ხოდა რო იკეტება ტუალეტში ინახავს ამ ყველაფერს. სურათზეც ჩანს რა შეაქვს. რა შუაშია აქ კვების პროდუქტები და ფრინველი ხალხს, რომ უხეთქავთ გულს. ის არ გვეყობა რა სიბინძურეც მანდ ტრიალებს ზოგადად ეხლა კიდევ ზღაპრების მოყოლა და გაბუქება დავიწყოთ.
arcerTma didubelma ar unda misces xma wamoyenebul maJoritars!
11 ივნისი 2015 23:50
ყოველდღე მიწევს ამ ადგილის გავლა--გული მერეოდა ამ სიბინძურეზე ..ეხლა კი ხომ საერთოდ შოკში ჩავვარდი!!! სადაა ქალაქის მერი,სადაა ამ რაიონის გამგეობა!! ნუთუ არ შეიძლება გარემოვაჭრეებს მისცენ ადგილები და გადასახადი არ დაუწესონ კაბალური?ქვევით ნაყარი პროდუქტი როგორ უნდა იყიდებოდეს 21-ე საუკუნეში? ეს ტერიტორია ციგნების ტაბორივითააა...

რედაქტორის რჩევით