"ფარანანთებული კაცი ჩვენ თვალწინ წაიღო მდინარემ"
22-06-2015
"ფარანანთებული კაცი ჩვენ თვალწინ წაიღო მდინარემ"
"ახლა ძნელად თუ დაიჯერებთ, რომ აქ ოდესმე ხალხი­ ცხოვრობდა"

"კვირის პალიტრამ" მოიპოვა წყნეთის ხევის ექსკლუზიური ფოტოები. ვინ ცხოვრობდა ამ დასახლებაში სტიქიამდე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან გადავამოწმეთ. შედარებისთვის გთავაზობთ, თუ როგორ გამოიყურებოდა წყნეთის ხევი სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ


წარმოუდგენელია სიტყვებით გადმოსცე შეგრძნება, როდესაც საკუ­თარი თვალით უყურებ, როგორ გტაცებს ხელიდან წყალი ოჯახის წევრს, მეზობელს... როგორ ანგრევს­ სტიქია­ შენს სახლს და ამ უბედურების შესაჩერებლად ნაბიჯსაც ვერ დგამ, ყველაფერს მხოლოდ შორიდან უყურებ. ალბათ, სწორედ ასეთ დროს
გრძნობ ადამიანი მთელი სიმძა­ფრით საკუთარ უსუსურობას ბუნების წინაშე... წყნეთის ხევის მცხოვრ­ებლები ჯერ კიდევ არ გამოსულან შოკიდან. ისინი შვილებისა და საკუთარი სიცოცხლისთ­ვის თავგამოდებით ­ებრძოდნენ სტიქიას...

მარინა ქარდავა, წყნეთის ხევის მცხოვრები: "ამ ფოტოებზე წყნეთის ხევია ასახული სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ. აფხაზეთიდან დევნილები ვართ. წყნეთის ხევის­ #60-ში 1995
წლიდან­ ვცხოვრობთ.­ სტიქიამდე ერთი კვირით ადრე ამ ადგილას ზოგი­ერთი სახლი დაიტბორა, მაგ­რამ წყალს ჩვენამდე არ მოუღწევია. მაშინ მეზობლები ჩვენთან შევიფა­რეთ. გვეგონა, წყლის ადიდებას 13 ივნისსაც გადავურჩე­ბოდით, პირველი სართულიც რომ დატბორილიყო, მეორე სართული და სხვენი გვქონდა, მაგრამ... ჯერ პირვე­ლი სართული გაივსო, რამდენიმე­ წამში კი მეორე სართულიც წყალმა დაფარა. ოჯახის ექვსივე წევრი­ სახურავზე ავვარდით. ხელში წლინ­ახევრის შვილიშვილი მყავდა ატა­ტ­ებული. ჩემი თვალით ვნახე, როგორ­ მოწყვიტა ნაკადმა ნათია­ თევდორაშვილის­ სახლი, შემდეგ გიორგიძეებისა და ილურიძეების­ სახლებიც წაიღო.

ხეობაში მოვა­რდნილმა­ "სი­კვდილმა"­ ჩვენ წინ ყველა სახლი წამებში ჩარეცხა. ერთ სახლში­ მდგმუ­რად ენუქიძეები ცხოვრობდნენ. შინ მხოლოდ ოჯახის უფროსი იყო, რომელიც ფარნით გვანიშნებდა, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარო. ჩემი შვილი უყვი­როდა, ძია კარპო, გამოცურე, დაგეხ­მარებიო, მაგრამ უცებ წყალმა სახლი მოწყვიტა. ფარანანთებული კაცი ჩვენ თვალწინ წაიღო მდინარემ. ეს საზარელი სანახაობა იყო (ძია კარპოს ცხედარი მაშველებმა "მზიურის" ტერიტორიაზე იპოვეს).

ცოტა ხანში მაშველების ხმა გავიგონეთ. საბედნიეროდ, გადავრჩით... ახლა ძნელად თუ დაიჯერებთ, რომ აქ ოდესმე ხალხი­ ცხოვრობდა.

რუსუდან შელია

goguca
28 ივნისი 2015 17:47
საზგვარგარეტ ვიმკოფები, ეს რა ხდება, ენიტ აუწერეკი ამბავია ტბილისსჰი

რედაქტორის რჩევით