22-სართულიანი კომპლექსი საბავშვო ბაღის ნაცვლად - "როდის უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა?“
29-06-2015
22-სართულიანი კომპლექსი საბავშვო ბაღის ნაცვლად - "როდის უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა?“
"ადრე გვეუბნებოდნენ, ეს კორპუსები უნდა დავანგრიოთ, რადგან სიცოცხლისთვის საშიშიაო. მაშინ ვინ გასცა უზარმაზარი კომპლექსის აშენების ნებართვა?"

სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ხშირად პეკინის ქუჩამდე ფეხით მივდივარ - ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. "რიტუალს" ორმაგად სასიამოვნოს ისიც ხდის, რომ გზად, გამსახურდიას ჩიხში, საბავშვო ბაღს უნდა ჩავუარო, საიდანაც ბავშვების ჟრიამული ისმის. ერთ დღესაც ჩვეულებისამებრ ამ გზას დავადექი. შორიდანვე ნათლად გავარჩიე ტრანსპარანტები - რამდენიმე ათეული მოქალაქე ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებდა. "აქ, ამ ვიწრო ქუჩაზე, მშენებლობა?"
- ამ კითხვამ თავში რამდენჯერმე გამიელვა... როგორც ახლომახლო მობინადრეებთან საუბრისას გავარკვიე, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხა და 22-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება(!).


როგორც ჩანს, ქალაქში მომრავლებული­ მრავალსართულიანი უსახური კორპუსების­ აშენებას დასასრული არ უჩანს! პასუხისმგებელმა პირებმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს, რომ თბილისი მხოლოდ წინა, დღევანდელი­ თუ
მომავალი ხელმძღვანელ­ების ქალაქი არ არის, ის ხალხს ეკუთვნის!

საბავშვო ბაღის ტერიტორია ირგვლივ არსებული კორპუსების ბინადრებისთვის პატარა წალკოტია - ახლომახლო არათუ­ სკვერს, თანამიმდევრობით დარგულ ორ ხესაც კი ვერ იპოვით. რაც მთავარია, გამსახურდიას ქუჩის ბინადრების განცხადებით, აქ არსებული კორპუ­სები მერიის­ დადგენილებით ავარიულია, შესაბამისად­, ახალი 22-სართულიანი კომპლექსის აშენებას აქ მობინადრეთა "თავშ­ესაფარი" შეეწირება.

აკაკი კილასონია, გამსახურდიას ქუჩის მცხოვრები: "ჯერ ერთი, რეკრეაციულ ზონაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი­ სახლის აშენება კანონით იკრძალება, თუმცა,­ აქ სხვა პრობლემასაც ვაწყდებით: ამ ტერი­ტორიაზე სულ მცირე ბიძგებიც კი ირგვ­ლივ არსებულ ავარიულ კორპუსებს ისე დააზიანებს, რომ საცხოვრებლად უვარგისი გახდება. საბავშვო ბაღის ირგვლივ ყველა შენობა მესამე კატეგორიის ავარიული ნაგ­ებობების ნუსხაშია შეტანილი. მერიამ ამ მასშტაბის მშენებლობის პროექტი ყოველგვარი მოკვლევისა­ და ნიადაგის შემოწმების გარეშე დაამტკიცა. მეზობლები წელიწადში ორჯერ ეზოში შემოსასვლელს ვავსებთ, რადგან აქ მიწა ვარდება.

როდესაც მერიაში გავაპროტეს­ტ­ეთ­, არქიტექტურის სამსახურის­ უფროსმა გვითხრა: საუბარი დავამ­თავრეთ, თუ გნებ­ავთ­, ნარმანიას მიმართეთო, ნარმანია კი დიდი ხანია მოსახლეობას ემალება".

თეა გაფრინდაშვილი, გამსახურდიას ქუჩის მცხოვრები: "საბა­ვშვო ბაღის გამწვანებული ეზო სუნთქვის საშუალებას გვაძლევს. ზაფხულში, როდესაც კორპუსებში ყოფნა­ შეუძლებელი ხდება, ბავშვებთან ერთად თავს ამ ხეებს ვაფარებთ. მერიამ კი ხეების გაჩეხა და მათ ნაცვლად ახალი მშენებლობის პროექტი ისე დაამტკიცა, რომ მოსახლეობას არც კი დაგველაპარაკა. როდის უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა?

კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწირონ, რომ გამოფხიზლდნენ და მსგავსი მშენებლობები შეაჩერონ?!
ადრე გვეუბნებოდნენ, ეს კორპუსები უნდა დავანგრიოთ, რადგან სიცოცხლისთვის საშიშიაო. მაშინ ვინ გასცა უზარმაზარი კომპლექსის აშენების ნებართვა? ხეების გაჩეხას არ დავუშვებთ, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არავის შევუშვებთ. ჩვენს პატარა წალკოტს არ დავთმობთ. ეს ახირება არ არის, საქმე შვილების მომავალს ეხება".
განმარტებისთვის მერიას დავუკავშირდით, თუმცა კომენტარის გაკეთება ხელმძღვანელმა პირებმა არ ისურვეს.

რუსუდან შელია
nana
14 ივლისი 2015 10:59
მივმართავ თეკლას. ჩემო კარგო "ხიმია,ფიზიკა და ღრამატიკა" რომ გესწავლა თავის დროზე უფრო მეტი ანალიზის უნარი ჩამოგიყალიბდებოდა და ასე არ იბოდიალებდი. მგონი წარსულში შენ ხარ ჩარჩენილი და გგონია, რომ როგორც კომუნისტების დროს იყო, ახლადაშენებულ კორპუსში მიმდებარე ავარიული სახლების მობინადრეებს შეასახლებენ. აქ გრუნტი არ ვარგა და იმან გამოიწვია უკვე აშენებული სახლების ავარიულობა. ჭკუათმყოფელი მშენებელი ასეთ ადგილებს უნდა ერიდებოდეს, მაგრამ ყველას ქალაქის ცენტრალურ უბნებში სურს ჩაჭეჭყვა და ესაა პრობლემა, თორემ ნორმალური მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა.
P.S. ისე მომავლისთვის გაითვალისწინე, სანამ რამეს იტყოდე და თანაც შეურაცხმყოფელად, კარგად იფიქრე წინასწარ.
თეკლა
09 ივლისი 2015 11:52
კორპუსებიც უნდა აშენდეს და ქალაქიც გაძლიერდეს და გალამაზდეს,თან თქვენვე იძახით ავარიულ სახლებში ვცხოვრობთო,თუ ახალი არ აშენდა ჩამოგექცევათ ეგ სახლები თავზე და ისევ ხელისუფლებას დასდებთ ბრალს,რა უბედურებაა იმის მაგიერ რომ ხარისხიანი მშენებლობები მოსთხოვოთ კომპანიებს და ხელისუფლებას კი კონტროლი აწარმოონ,წარსულში ჩარჩენილები მხოლოდ იმას გაჰყვირით''არ გვინდა ხიმია,არ გვინდა ფიზიკა,არ გვინდა ღრამატიკა''.რა ქნას იმ ოჯახმა ვისაც სახლი არ აქვს,არ ააშენოს ქალაქმა სახლები რომ უსახლკაროები დასახლდნენ.რამდენი ახალგაზრდაა სახლის სივიწროვის გამო რომ ვერ ოჯახდება.გადავშენდებით,უცხოელებს დარჩებათ თქვენი მინჯღრეულ მონჯღრეული სახლებიც და მიწაც და ისინი მოუვლიან ყველაფერს კარგად და ცივილიზებულად.
lela d.
09 ივლისი 2015 10:39
როდემდე უნდა აფაროთ ხელი ამ ოცნებას?! რით ნერ გაიგეთ, რომ ხალხი მოატყუეს?! სიტყვა ,,ოცნება'' შემაზიზღა ამ მთავრობამ!

რედაქტორის რჩევით