კიტრები და მწვანილი, ნაგავში მოყვანილი... - კვირის პალიტრა

კიტრები და მწვანილი, ნაგავში მოყვანილი...

ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში ტემპერატურამ მოიმატა. დაავადებათა ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, შუადღისას სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავოს. რა ხდება სწორედ ამ დროს აგრარულ ბაზარში, სად და რა პირობებში იყიდება პროდუქტი?! ვფიქრობთ, სიტყვები ზედმეტია, ფოტომასალა ყველაფერზე მეტყველებს...

გამყიდველს გამაგრილებელი სასმელები პირდაპირ მზისგულზე "ჩაუცივებია", არადა, მაცივარში უნდა ინახებოდეს. შენახვის პირობები ეტიკეტზეც მითითებულია: +2 გრადუსიდან არა უმეტეს +20 გრადუსამდე

აგრარულ ბაზართან ტროტუარზე ჩამწკრივებული მოვაჭრეები პროდუქტს ყიდიან, მათ გარშემო კი ნაგვის დიდი გროვებია

თაკარა მზეზე სახელდახელოდ გაშლილი ბოსტნეული "ირუჯება"... ცოტაც და, ბოსტნეულის ჩაშუშული მზად არის!