თბილისის შადრევნებს გველეშაპი დაჰპატრონებია
10-08-2015
თბილისის შადრევნებს გველეშაპი დაჰპატრონებია
დამშრალი აუზის თავზე 3-4 წლის გოგონა ამძვრალიყო, ცალ ხელში თოჯინა ეჭირა, მეორით მესერს ჩასჭიდებოდა და ცარიელ აუზში გაბრაზებული იყურებოდა...

შადრევანთან ბიჭი იდგა და დამშრალ ქვებზე ჯოხებს სევდიანად აკაკუნებდა


თბილისში გაუსაძლისად ცხელა. ვისაც შეუძლია, ქალაქიდან გადის, უმეტესობა კი რჩება და მწველი მზით შეწუხებული პარკებს აფარებს თავს. განსაკუთრებით - პატარები. მათი გართობა დილიდანვე პარკებში შადრევნებში ჭყუმპალაობით  იწყება. ეს უფასო აუზები მათთვის დიდი შვებაა. სამწუხაროდ, თბილისში შადრევნების ნაწილი ან დროდადრო მუშაობს, ანდა საერთოდ
აღარ მუშაობს. მოჭყუმპალავე ბავშვებიც აღარსად ჩანან.

ეს მაშინ მომხვდა თვალში, როცა ქალაქის ერთ-ერთ უძველეს, ალექსანდრეს (9 აპრილის) პარკში მოვხვდი. ეს პარკი თითქმის 2 საუკუნისაა და ყოველთვის იყო და დღესაც ითვლება დედაქალაქის პირველ საზოგადოებრივი დასვენების ადგილად. ამ ზაფხულს კი მისგან მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი. უპირველესად ამას დადუმებული
შადრევნების დანახვისას მივხვდი.


სანამ პარკის სიღრმეში შევიდოდი, ისიც კი ვიფიქრე, იქნებ მხოლოდ დღეს არის ასე მდუმარე აქაურობა-მეთქი, მაგ­რამ როცა საუკუნოვან ჭადარზე მიჭედებული­ კუსტარ­ული ხელსაბანი ვნახე, მივხვდი,­ რომ ეს დიდი ხანია გრძელდება, - აქ წყალი რომ ყოფილიყო, კუსტარული "ონკანი" მეეზოვეებს რად დასჭირდებოდათ? ჭადარზე პოლიეთილენის ხუთლიტრიანი წყლის ბალონია მიბმული. ხელმარჯვეებს იქვე სასაპნეც მიუჭედებიათ. მოკლედ, ალექსანდრეს­ ბაღში­ გასული საუკუნის შუა ხანები დაბრ­უნებულა...

ეულად მოსიარულეს მოხუცი ქალბატონიც გამომეხმაურა - ალბათ ფოტოაპარატით რომ დამინახა, რაღაც სიკეთის იმედი­ მიეცა. მოვიდა და მთხოვა, - რაც შეიძლება მეტი სურათები გადაიღე და გამოაქვეყნე, იქნებ ამ პარკს რაიმე ეშველოსო...

ჭადარზე პოლიეთილენის ხუთლიტრიანი წყლის ბალონია მიბმული. ხელმარჯვეებს იქვე სასაპნეც მიუჭედებიათ. მოკლედ, ალექსანდრეს ბაღში გასული საუკუნის შუა ხანები დაბრუნებულა...
- მაინც რამდენი ხანია აუზი დამშრალია?

- შარშანაც ასე იყო. ჩამკვდარია აქაურობა. ამ აუზში ყოველთვის იმდენი ბავშვი ბანაობდა, თვლა არ ჰქონდა. ზოგჯერ მეშინოდა - წყალში ყირას გადადიოდნენ და არაფერი მოიწიონ-მეთქი. ასე მგონია, აქედან სიცოცხლე გაიპარა. ვინც მოდის, ისიც მოწყენილი ჩაჰყურებს ცარიელ აუზს, - მითხრა ბებომ და დამემშვიდობა. სიმართლე რომ ვთქვა, მეც გული მომეწურა. ცოტა კიდევ გავიარე. ქაშვეთის ტაძრის უკან რომ კოხტა ქვის შადრევანია, ისიც ჩამშრალი დამხვდა. იმის მარჯვნივაც დადუმებული იყო ცნობილი მრგვალი შადრევანი. ერთზე 3-4 წლის გოგონა ამძვრალიყო, ცალ ხელში თოჯინა ეჭირა, მეორით მესერს ჩასჭიდებოდა და ცარიელ აუზში გაბრაზებული იყურებ­ოდა... მეორე შადრევანთან ჯოხიანი ბიჭი იდგა და დამშრალ ქვებზე ჯოხს სევდიანად­ აკაკუნებდა. მათი შემხედვარე ძალიან გავბრაზდი მათზე, ვინც ბავშვებს ასე აწბილებს და შადრევნებში წყალს ბოროტი­ დევივით კეტავს.
ოდესღაც სიცოცხლით სავსე პარკიდან გაწბილებული და
კავსაძისა და ჭავჭავაძის კვეთაზე შადრევანი აღარ დამხვდა. გულშემოყრილმა აქეთ-იქით დავიწყე ყურება და იქვე, ბუჩქებში, მხოლოდ შადრევნის მოჩუქურთმებული ქვა დავინახე
პირგამშრალი გამოვედი. წყალი მომინდა - ის მთელ რუსთაველზე ვერ ვიპოვე. ვაკეში მივდიოდი და ვიფიქრე, -  არა უშავს, არც ისე შორი გზაა და როგორმე გავძლებ, კავსაძისა და ჭავჭავაძის კვეთაზე, საავადმყოფოს შესასვლელთან, ყოველთვის მუშაობს შადრევანი, იქ დავლევ წყალს-მეთქი! მაგრამ... შადრევანი აღარ დამხვდა. გულშემოყრილმა აქეთ-იქით დავიწყე ყურება და იქვე, ბუჩქებში, მხოლოდ შადრევნის მოჩუქურთმებული ქვა დავინახე.
მოკლედ, ასეთ  სურათებს ახლა თბილისში მრავალ უბანში ნახავთ...


მერია: "შადრევანი ისვენებს"


კომენტარისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს დავუკავშირდით, საიდანაც საკმაოდ უცნაური პასუხი მივიღეთ - 9 აპრილის ბაღში არსებული შადრევნის მუშაობის გრაფიკი გადმოგვიგზავნეს:
"შადრევნის ავტომატურ ჩართვა-გამორთვას უზრუნველყოფს ავტომატური სისტემა (დროის რელე), რომელიც დროის გარკვეულ ინტერვალებში ძრავს ავტომატურად ასვენებს.
11 სთ-14 სთ - მუშაობს, 14 სთ-15 სთ - ისვენებს. 15 სთ-21 სთ - მუშაობს, 21 სთ-დილის 11 სთ - ისვენებს."
ar dabloko kacurad..
10 აგვისტო 2015 11:53
ცკალი რომ გაიკიდოსს მაგაზიებსჰიიი

რედაქტორის რჩევით