რა ვიცით, როდის ექნებათ გზაო...
რა ვიცით, როდის ექნებათ გზაო...
"სოლომონ ქურდიანის ქუჩის  შეკეთება არ არის გეგმაში, რადგან დაზიანების ხარისხით პრიორიტეტულ პროექტებში  ვერ მოხვდა... დაგითვალოთ
სხვაგან რამდენი ორმოა?!"


ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ზაქ­რაძის, ამჟამინდელი სოლომონ ქურდიანის­ ქუჩაზე, გზაზე უზარმაზარი ორმოებია. უამ­რავჯერ მივმართეთ მერიას, მაგრამ აინუნში არ გვაგდებენ. რა უნდა რამდენიმე ორმოს ამოვსებას, რომ ავტომობილები არ დავაზიანოთ? მერიაში არავინ გვცემს პასუხს და იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ. გვითხრან, ოდესმე გაგვირემონტებენ თუ არა გზას? - გვწერენ ქურდიანის ქუჩის მცხოვრებლები. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის,
როდესაც თბილისის მოსახლეობა შიდა ქუჩებზე გზების გაკეთებას, ძირითადად კი ორმოების ამოვსებას ითხოვს.

"კვირის პალიტრას" თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის საზოგა­დოე­ბასთან და მედიასთან ურთი­ერ­თობის­ სამსახურის უფროსმა ლაშა ჩხიკვიშვილმა­ უპასუხა: - დედაქალაქის­ მას­შტაბით ამუშავდა ავტოსატრანსპორტო­ გზე­ბის სარეაბილიტაციო ორი დიდი პრ­ო­­ექტი, რომელთა ღირებულება 18 მლნ ლა­რს შეადგენს. ერთი პროექტია
ე.წ. ჯეკ პაჩერი - ორმოების ამოვსება, რომელსაც სპეციალური მანქანა ასრულებს. ასეთი მანქანა მუშაობს თბილისის სხვადასხვა მიმართულებით. ამის გარდა, კაპიტალურად კეთდება 50-მდე ქუჩა, სადაც ორმოებიც ამოივსება, ასფალტის საფარიც შეიცვლება და ბორდიურებიც მოწესრიგდება.
რაც შეეხება სოლომონ ქურდიანის ქუჩას, მისი შეკეთება არ არის გეგმაში, რადგან დაზიანების ხარისხით პრიორიტეტულ პროექტებში ვერ მოხვდა.

- რის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტები?

- იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია ავტომობილების ნაკადის მოძრაობა ქუჩაზე. ამ ქუჩის მცხოვრებთ ვურჩევ კოლექტიური განცხადება დაწერონ და კეთილმოწყობის სამსახურში შემოიტანონ. განიხილავს გზების განყოფილება და ქუჩის საკითხიც უფრო გამოიკვეთება.

- ე.წ. ჯეკ პაჩერით რატომ არ შეიძლება ამოივსოს რამდენიმე ორმო ამ ქუჩაზე?
- იმიტომ, რომ სხვაგან უფრო დაზიანებულია გზები. დაგითვალოთ სხვაგან რამდენი ორმოა?!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა