"ბომონდი" ბომონდურად...
სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საგამომცემლო სახლ "პალიტრის", ერთ-ერთმა ჟურნალმა, "ბომონდმა" მარტის ნომრის პრეზენტაცია და საიმიჯო საღამო მოაწყო, სადაც ბენდმა ყველა დროის საუკეთესო მუსიკა ააჟღერა. იმ დღეს თბილისური ბომონდი იმისთვის შეიკრიბა, რომ "ბომონდის" ახალი ნომერი შეეფასებინა.

პოდიუმზე "იმიჯცენტრისა" და "სლაიდმოდელს მენეჯმენტის" გოგონებმა ავთანდილის კოლექცია წარმოადგინეს.

სასტუმროში ხალხმრავლობა იყო, წვეულებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. ნაჩვენები იყო გიგა აგლაძის "პერფორმანსი".

კოლექციის ხილვის შემდეგ წამყვანებმა ზუზუ ბეჟაშვილმა და ეკა ნიჟარაძემ საღამოს მხარდამჭერთა შესახებ აუწყეს
საზოგადოებას და როკბენდის მუსიკის თანხლებით "ბომონდის" ნომინაციები გამოაცხადეს.

KvirisPalitra.Geნომინაციაში - "ორიგინალური ფოტოსესია" გაიმარჯვა მარიშა მაისურაძემ; "ყველაზე პატარა რესპონდენტი" მსოფლიოში ცნობილი პატარა პიანისტი ირმა გიგანი გახდა;

"ერთგული პარტნიორის" ნომინაცია კომპანია "ართტაიმს" ერგო; "ბომონდის" რჩეული დიზაინერისა" - ავთანდილ ცქვიტინიძეს; საუკეთესო "ბომონდურ წყვილად" მხატვრები ქეთი მატაბელი და გია
გუგუშვილი დასახელდნენ; "ჟურნალისთვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის" პრიზი გიგა აგლაძეს ერგო; "ბიზნესბომონდის" ტიტული მამუკა ხაზარაძემ მიიღო; "გაწეული წვლილისთვის" დასაჩუქრდა "ბომონდის" შეფ-რედაქტორი სვეტა კვარაცხელია; ნომინაციაში "ბიზნესი ქუსლებზე" გამარჯვებული მაკა გიორგობიანი გამოცხადდა; "მოუხელთებელ რესპონდენტად" დუტა სხირტლაძე დასახელდა.

გამარჯვებულებს სიგელები, "ვულე ვუს" პარფიუმერია, "ბიბლუსის" წიგნები, "ბომონდის" ერთწლიანი ხელმოწერა, მსოფლიოში ცნობილი სამკაულების მწარმოებელი ბრენდების წარმომადგენლის "ჩარმლეინის" ფასდაკლების ბარათები და საჩუქრები გადაეცათ.

საიმიჯო საღამოსთვის შესანიშნავი პრიზები დააწესეს "ჯინსის გალერეამ", ოპტიკის მაღაზიათა ქსელმა "საფილომ", "ნემიროვმა", სილამაზის ცენტრმა "ბოდი იმიჯმა", "რედისონ ბლუ ივერიამ", ხოლო სილამაზის სალონმა "ფრანკ პროვომ" ყველა მონაწილე მოდელი და წამყვანები მაკიაჟითა და ვარცხნილობით უზრუნველყო. ჩვენების მთავარ გმირს, ავთანდილ ცქვიტინიძეს "ზარაფხანამ" ოქროს სათითე გადასცა.

საღამოს დასასრულს კი სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა.
ლიზა
06 აპრილი 2010 16:40
უნიჭიერეს პიანისტ ირმა გიგანს ვულოცავ დიდი სიყვარულით და წარმატებებს ვუსურვებ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები