ზღაპარი პატარებისთვის
მთაწმინდის ულამაზეს პარკს ყვავილებივით მოედვნენ ბავშვები. თვალებგაცისკროვნებულები მღეროდნენ, თამაშობდნენ და თანატოლების ნამუშევრებს აფასებდნენ.

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. ამ  თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უკვე დაწყებულია. მთაწმინდის პარკში პატარებისთვის დიდი დღესასწაული გაიმართა. ზღაპრულ გარემოში, საქანელებსა და ზღაპრის გმირებს შორის კეთილი ფერიები ნაყინსა და კანფეტებს არიგებდნენ...

ეს სტუდია "გვირილასა" და ასოციაცია "ჯადოსნური ხმების" მიერ მომზადებული ფესტივალია, ჩანდყ დაყ-ი, ანუ "ტკბილი დღე". მსგავსი ფესტივალი წელიწადში ერთხელ იმართება და ყველა ბავშვს უნდა დაამახსოვრდეს!

ფესტივალზე  ბავშვების
ნახატები და სხვა ნამუშევრები გამოიფინა. აქ ყველაფერი თვალნათლივ ჩანდა: რა უნდათ პატარებს, რაზე ოცნებობენ... გაკეთდა სამი კუთხე - აფხაზეთის ბავშვები, სამაჩაბლოს ბავშვები და მრავალეროვანი საქართველო. "ჩვენ ამ ნამუშევრებს ვყიდით", - სიხარულით მითხრა პატარა გოგონამ და თავისი ხელით გაკეთებული თოჯინა მაჩვენა...

- ძალიან ლამაზია... ამაში აღებული
ფულით რას იყიდი?

- ჩემთვის არ მინდა, სკოლისთვის მოვაგროვებთ და მერე ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ!

უცებ ჩურჩული ატყდა, ბავშვები ერთ მხარეს დაიძრნენ. რა ხდება? ძალიან მნიშვნელოვანი რამ - არქითეატრში, ნიჟარაში კონცერტი დაიწყო. ანსამბლ "გვირილას" სოლისტები,  მამუკა ონაშვილთან ერთად, მიუზიკლს ასრულებდნენ. მერე სცენაზე ანსამბლებმა "ფრესკამ" და "ანანურმა" ცეცხლი დაანთეს.

ფესტივალის ორგანიზატორი ერნა წიფურია ამდენი ლამაზი და ნიჭიერი ბავშვის შემხედვარე სიხარულით ანთებულიყო.

ქალბატონ ერნას ვკითხე, ამით შემოიფარგლება ფესტივალი თუ ზეიმი კიდევ გაგრძელდება-მეთქი:

- ცხადია, ფესტივალი გაგრძელდება და 1-ელ ივნისს უკვე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შევხვდებით პატარებს. საღამოს  კი ანსამბლ "ივერიელის" ფოლკლორული კონცერტი გაიმართება. ყველანაირად ვეცდებით, გავახაროთ ჩვენი პატარები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?