ჩაფხუტ-აბჯარში გამოწყობილი დონ კიხოტი და სანჩო პანსა დულსინეას დაეძებენ - კვირის პალიტრა

ჩაფხუტ-აბჯარში გამოწყობილი დონ კიხოტი და სანჩო პანსა დულსინეას დაეძებენ

KvirisPalitra.Ge"ჩემო მკითხველო, დამიჯერებთ, თუ როგორ მსურს ეს წიგნი, ჩემი ჭკუა-გონების შვილი, იყოს ყველა წიგნზე მშვენიერი"? - ასე იწყებდა სერვანტესი თავის "დონ კიხოტს".

თქვენ დამიჯერებთ, ჩემო მკითხველო, რომ თბილისის ქუჩებში დონ კიხოტი და სანჩო პანსა გამოჩნდნენ? ვეჭვობ, რომ - არა, მაგრამ მათი მოგზაურობის ფოტოები მაქვს. მათი შემხვედრების სახეებს დახედეთ, რა მშვენიერ გუნებაზე არიან. მჯერა, თქვენც გახალისდებოდით, ეს ორი რაინდი რომ შეგხვედროდათ. KvirisPalitra.Geმართალია, დონკიხოტობას ყველა ვერ ვიქმთ, მაგრამ გულში ხომ ვოცნებობთ, ერთი-ორი ქარის წისქვილი აგვაღებინა და ჩვენ-ჩვენს დულსინეას შეგვახვედრა!

მიუხედავად იმისა, დონ კიხოტი და სანჩო დულსინეას პაპანაქებაში ჩაფხუტ-აბჯარში გამოწყობილნი და მოტოციკლეტებზე ამხედრებულნი დაეძებდნენ, მათი დანახვა მაინც ყველას უხაროდა. ჩამოხდნენ თუ არა, ხალხი გარს შემოეხვია. მათ კი ქალებს გვირილები უძღვნეს და თავაზიანად გამოელაპარაკნენ. მართალია, ესპანური ენა თბილისელებს არ ესმოდათ, მაგრამ როცა საქმე დონ კიხოტს ეხება, ენის გარეშეც იოლად გახვალ. რაც მთავარია, ხალხს ის მაინც გააგებინეს, - ესპანელი მოგზაურები ვართ, ორი დღით ჩამოვედით, დულსინეასა და ქარის წისქვილებს დავეძებთო. ამისთვის საჯარო დაწესებულებებშიც კი შეიხედეს - იქნება დულსინეა იქ არისო, მაგალითად, საჯარო რეესტრში და მერიაშიც. მაგრამ დაცვა - "ნო სინიორ, ნო სინიორის" ძახილით წინ გადაუდგა და დონ კიხოტი და სანჩო უკან გამოაბრუნეს...

KvirisPalitra.Geჩვენ ვერ გეტყვით, იპოვეს თუ არა მათ დულსინეა და ქარის წისქვილები, მაგრამ ხალხს ჩვენს ქუჩებში მოულოდნელად გამოჩენილი ორი ესპანელი დიდხანს რომ ეხსომება, ცხადია.

P.S. ეს, რაც მოგიყევით, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მოფიქრებული აქცია ყოფილა, რომლისთვისაც თურმე კარგა ხანია, ემზადებოდნენ. დონ კიხოტი და სანჩოც ამ დროს იმიტომ გამოჩნდნენ, რომ ორშაბათს, 8 აგვისტოს, "კვირის პალიტრასთან" ერთად სერვანტესის უკვდავი "დონ კიხოტის" პირველი წიგნი გამოდის... KvirisPalitra.Geის სანჩო პანსა და დონ კიხოტი კი ქართველი ბაიკერები ყოფილან: მერაბ წიკლაური და ზურაბ ოძელაშვილი. მათ შესანიშნავად მოირგეს კოსტიუმები, ესპანური ენაც გაითავისეს... და საკმაოდ დამაჯერებლად, ოსტატობით გაართვეს თავი თავიანთ როლებს... გააცოცხლეს ის გმირები, რომლებიც მართლა უკვდავნი არიან და ამიტომაც შევიდნენ იმ "50 წიგნში, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".

KvirisPalitra.Geჩვენს გაზეთთან ერთად დღეს მე-18 წიგნი - "დონ-კიხოტის" პირველი ნაწილი გამოდის.

არ გამოგრჩეთ!!!