ბლოგერები
დუდანას ბლოგი

შეიცანი სამყარო ობიექტივის თვალით

ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე
გთავაზობთ ფრაგმენტებს ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა პუტინას მოგონებიდან ო. ბლოცკის წიგნის, ”ვლადიმირ პუტინი: გზა ხელისუფლებისკენ” (მოსკოვი, 2002 წ.), მიხედვით.
13-03-2015
დაწვრილებით...
სტივენ ჰოუკინგი და მისი ცოლები
სტივენ ჰოუკინგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი და ფიზიკოსი-თეორეტიკოსია. დაიბადა ოქსფორდში 1942 წლის 8 იანვარს. 60-იანი წლებიდან დაწყებული, სტივენს გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის სიმპტომები აღმოაჩნდა, რამაც დამბლამდე მიიყვანა. ხოლო ტრაქეის ამოკვეთის შემდეგ მან მეტყველების უნარიც დაკარგა. მას უწინასწარმეტყველებდნენ, რომ 30 წლის ასაკამდე იცოცხლებდა, თუმცა დღეს ის 73 წლისაა და მის ზურგს უკან უამრავი სამეცნიერო ნაშრომი, ორი ქორწინება და 3 შვილია. 2013 წელს სტივენ ჰოუკინგმა გამოსცა ავტობიოგრაფია “ჩემი მოკლე ისტორია”, რომელშიც მან დაწვრილებით აღწერა, რა ტკივილი მიაყენა მას ორივე ქორწინებამ.
07-03-2015
დაწვრილებით...
ნიკ ვუიჩიჩი – არც ხელები, არც ფეხები, არც რაიმე შეზღუდვა…
როდესაც ნიკის დედა დაორსულდა, ის 25 წლის იყო. პროფესიით მეანი, სამშობიარო სახლში ექთნად მუშაობდა, სადაც ასობით დედასა და ჩვილზე ზრუნავდა. დაორსულებისთანავე დაიწყო ზრუნვა თავის კვებაზეც – ფრთხილად ეკიდებოდა წამლებს, არ იღებდა ალკოჰოლს, ასპირინს და სხვა ტკივილდამაყუჩებელ საშუალებებს. საუკეთესო ექიმებსაც მიმართა, მათ კი დაარწმუნეს, რომ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა.
07-03-2015
დაწვრილებით...
ბანკინგი სომალურად

2010 წელს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ჯერ ზიმბაბვეში, ხოლო შემდეგ სომალიში ვალუტა ისე მკვეთრად გაუფასურდა, მოსახლეობა იძულებული იყო ფული ტომრებითა და ურიკებით ეტარებინა. მაშინ ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის საკმაოდ თვალსასეიროდ გამოიყურებოდა. დღევანდელ საქართველოში კი მაშინდელი ერთ-ერთი ილუსტრირებული პოსტის გახსენება შესაძლოა დიდად სასაცილო აღარც იყოს…

26-02-2015
დაწვრილებით...
როგორია ოჯახის ცხოვრება სინამდვილეში
ფოტოგრაფ დანიელ გიუნტერს მოსწყინდა ისეთი ოჯახური ფოტოსესიები, სადაც ჩვეულებრივ ყველა პეწიანად არის ჩაცმულ-დავარცხნილი, ყველა ერთნაირად, ნაზად იღიმება და არარეაალურად ლამაზ ინტერიერში არაბუნებრივ პოზაში ზის. გიუნტერმა გადაწყვიტა, ოჯახის ცხოვრება ეჩვენებინა შეულამაზებლად და საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე სურათი დადო. შედეგად, უამრავმა მშობელმა სთხოვა, მათთანაც გაეკეთებინა მსგავსი ფოტოსესია.
26-02-2015
დაწვრილებით...
როგორც ცხოვრობს არაბთა გაერთიანებული საამიროების ტახტის მემკვიდრე
ჰამდან ბინ მოჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმი – დუბაის საამიროს ტახტის 32 წლის მემკვიდრეა. შეიხი ჰამდანი ნამდვილი აღმოსავლელი პრინცია: ზღაპრულად ლამაზი, უზარმაზარი ქონების პატრონი და აქვს სამეფო პირებისთვის დამახასიათებელი ისეთი გატაცებები, როგორიცაა ნადირობა შავარდნით, ცხენოსნობა და ”ფორმულა-1”-ის რბოლები. დღეისთვის მისი ქონება 18 მლრდ დოლარს აღემატება.
26-02-2015
დაწვრილებით...
Versace-ს კვერცხები
ფუფუნებასთან დაკავშირებით, მომხმარებელს სტერეოტიპი ჩამოუყალიბდა ალმასების, მოდური სამოსისა თუ ძვირფასი ავტომობილების მწარმოებელი ბრენდების სახით. ამასთან, მყიდველისთვის პროდუქტი ხშირად განისაზღვრება არა მისი ხარისხით, არამედ ბრენდის იმიჯით.
26-02-2015
დაწვრილებით...
ვახშამი სოფისთან
1965 წელს მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს შორის ცნობილი იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი გახლდათ. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი იმ დროს განთქმულმა "ჯარისკაცის მამამ" და "მეძავმა ფილუმენამ" ფილმიდან "ქორწინება იტალიურად".
30-01-2015
დაწვრილებით...
ფოტოები ისტორიის სკივრიდან
საუკუნეები გავა და ისტორიას ყველაზე თვალსაჩინოდ ფოტოები შემოინახავენ. ეს კადრები 1940-1960 წლებშია გადაღებული. “კვირის პალიტრის” ფოტოგრაფმა ფრიდონ გეგეშიძემ ექსკლუზიური ფოტოები მოიპოვა, რომლებიც საბჭოთა საქართველოს წარმოგიდგენთ.
24-01-2015
დაწვრილებით...
შავ-თეთრი ფოტოგრაფიის მაგია
ინტერნეტსივრცეში შემთხვევით გადავაწყდი ამ არაჩვეულებრივი ფოტოების ნაკრებს. სამწუხაროდ, ავტორების ვინაობა ჩემთვის უცნობია, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი და დადებითი ემოციების გამომწვევი კადრებია, გადავწვიტე, გამეზიარებინა.
21-01-2015
დაწვრილებით...
ფოტოგრაფიის კლასიკოსი ფილ სტერნი
13 დეკემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ფოტოგრაფიის ამერიკელი კლასიკოსი ფილ სტერნი. იგი ცნობილია, როგორც ჰოლივუდის ყველაზე გამოჩენილი მსახიობების არაორდინარული სახეების შემქმნელი. მას აგრეთვე უწოდებდნენ გამოჩენილ ადამიანთა “ქრონიკერს”, ჰოლივუდისა და ჯაზის სცენის მემატიანეს. სტერნის მიერ შექმნილი მერილინ მონროსა და ჯეიმს დინის ფოტოგამოსახულებები ფართოდ გახდა ცნობილი და დიდი პოპულარობა მოიპოვა.
19-01-2015
დაწვრილებით...
ფოტოები, რომლებიც სიყვარულის რწმენას გვიბრუნებენ
სიყვარულზე უთვალავჯერ არის ნათქვამი, მაგრამ ყოველი ახალი ისტორია მისი ახალი დაბადებაა. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებმაც გაგვაოცა, აღგვაფრთოვანა, გაგვამხნევა და გვაიძულა, უფრო ძლიერ ვირწმუნოთ სიყვარულის ძალა.
27-12-2014
დაწვრილებით...
ფოტოკლასიკა: მარკ რიბო
მარკ რიბო 14 წლის იყო, როცა ფოტოაპარატი ხელში პირველად აიღო – მამის ძველი კოდაკი. სწორედ ამ ფოტოკამერამ დაუდო სათავე მის გატაცებას, რომელიც მარკს მთელი ცხოვრების განმავლობაში შერჩა. განათლებით ინჟინერმა რიბომ, სპეციალობით მუშაობის დაწყებისთანავე ერთკვირიანი შვებულება აიღო ლიონში თეატრალურ ფესტივალზე ფოტოების გადასაღებად და ეს შვიდი დღე საკმარისი გახდა, რათა ის თავის წინანდელ სამუშაო ადგილს აღარასდროს დაბრუნებოდა.
27-12-2014
დაწვრილებით...
როგორ ჩაანაცვლა ტელეფონმა ცოცხალი ურთიერთობები
ნიჭიერი ლონდონელი ფოტოგრაფი Babycakes Romero არაჩვეულებრი და უცნაური ფოტოების ოსტატია, ის ცდილობს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე გაამახვილოს ყურადღება. ამ ჯერზე გადაწყვიტა გვერდიდან დაენახებინა, როგორ არის დამოკიდებული თანამედროვე ადამიანი ტელეფონზე.
27-12-2014
დაწვრილებით...
უკრაინელი სლავიკი – ყველაზე მოდური უსახლკარო მსოფლიოში
არ არის აუცილებელი, იყო მდიდარი, რომ ცნობილი პიროვნება გახდე. უსახლკაროები, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, საკუთარ ქალაქებში ზოგჯერ პოპულარულები არიან. 55 წლის სლავიკი მოდით შეპყრობილი უსახლკარო კაცია, რომელიც უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ცხოვრობს.
26-12-2014
დაწვრილებით...
სტორმ ტორგენსონი – რეალობის გადამსხვაფერებელი
სტორმ ტორგენსონი – ბრიტანელი ფოტოგრაფი, კინემატოგრაფისტი და დაუშრეტელი წარმოსახვის მქონე გრაფიკული დიზაინერი, რომელმაც გენიალურად გააფორმა Pink Floyd, Led Zeppelin, Muse, The Mars Volta, პიტერ გებრიელის და კიდევ სხვა შემსრულებლების საკულტო მუსიკალური ალბომები 40 წლის განმავლობაში.
29-11-2014
დაწვრილებით...
“აფხაზეთში მოვკვდი და დავიბადე ხელმეორედ შავი ზღვის პირას”
“ამას წინათ შოთა ნიშნიანიძის ლექსი “აფხაზური კანტატა” წავიკითხე. ჩემი ბავშვობა, ყმაწვილკაცობა, კარგადმყოფობა და ავადმყოფობა გამახსენდა. ლექსმა ჯერ სიხარულით ამავსო, შემდეგ სევდა მომგვარა, სულ ბოლოს – შური. დიახ, კეთილი შურით ვწერ ამ წერილს.
29-11-2014
დაწვრილებით...
ერთი ფოტოს პოსტი
ამ კადრის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი არ გახლავთ, ჩემმა მეგობარმა გადაიღო რამდენიმე წლის წინათ. მაშინ ფოტოგრაფიით დაინტერესებულიც კი არ ვიყავი. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ყველაზე საყვარელი ნამუშევარია, რაც კი ოდესმე ვინმეს შეუქმნია ფოტოისტორიაში. ვინმეს რომ ეკითხა – რატომ, ვერც ავხსნიდი. ჩემს შვილს მაგონებს-მეთქი, ვამბობდი.
28-11-2014
დაწვრილებით...
ბერტ გლინი – ნიჭიერი ფოტოგრაფი, რომელსაც წარმოუდგენლად უმართლებდა
ლეგენდარული სააგენტო “მაგნუმის” ფოტოგრაფი ბერტ გლინი ნამდვილი “იღბალაა” – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პრინციპში, ნებისმიერმა ფოტორეპორტიორმა უნდა იცოდეს მომენტის დაჭერა და დიდი სერიიდან საუკეთესო ფოტოები ხშირად შემთხვევითი კადრი აღმოჩენილა, მაგრამ საეჭვოა, ვინმეს ამდენი წარმატებული პროფესიული მიგნება ჰქონდეს, რამდენიც გლინს.
28-11-2014
დაწვრილებით...
მომნუსხველი და შიშისმომგვრელი “ცოცხალი ფოტოები” არქივებიდან
ალბათ, ბევრს შეუმჩნევია, რომ ძველებური შავ-თეთრი ფოტოები მისტიკურად და ცოტათი მოჩვენების მსგავსადაც გამოიყურება, თითქოს ოდესღაც ობიექტივის მეორე მხარეს რაღაც საიდუმლოებით მოცული იმალებოდა. დიზაინერმა და არტ-დირექტორმა კევინ ვეირმა გადაწყვიტა ექსპერიმენტები ჩაეტარებინა შავ-თეთრი ფოტოებით, რომლებიც მან აშშ-ის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ-ვერსიაში – კონგრესის ბიბლიოთეკაში იპოვნა. კევინმა ძველი შავ-თეთრი ფოტოები აქცია მოჩვენებებით სავსე მისტიკურ ანიმაციად, რომლებიც თითქოს მისტიკური ფილმების ეკრანებიდან ან გოთიკური ლიტერატურიდან არიან გადმოსული. თავის პროექტს კევინ ვეირმა “ფლუქსმანქანა” (Fluxmachine) უწოდა.
30-10-2014
დაწვრილებით...