შეიცანი სამყარო ობიექტივის თვალით
თურქი ფოტოგრაფი, გენჩ მეჰმეტი ფსევდონიმით ”მომთაბარე მარშრუტის გარეშე” მუშაობს და ადამიანებს მოულოდნელ მომენტებში იღებს. თავის პროექტს მან ”ძალიან ლამაზი ხარ” უწოდა.
იდეა მარტივია: გენჩი ეუბნება ქალებს: ”ძალიან ლამაზი ხარ!”, შემდეგ მათ რეაქციას აფიქსირებს. სერიაში ეკვადორელი, კოლუმბიელი, სალვადორელი, ბრაზილიელი და მექსიკელი ქალები მოხვდნენ.ტოკიო – გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისია, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვრო, მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს რომ გაეცნო. ეს ქალაქი ურბანული მონაცემებით მეორეა მსოფლიოში და 37 მილიონ კაცს იტევს. ტოკიოს სიღრმისეული აღქმა და აღწერა შეუძლებელია. ის განაცვიფრებს სტუმარს უმალვე, მოუმზადებლად. თავისი მრავალრიცხოვანი უბნებით, წარმოუდგენლად რთული ქალაქის დაგეგმარებით, სადაც პოლიციელების დახმარების გარეშე ვერ გაერკვევი, მეტროს დამოუკიდებელი ხაზებით, სადაც დღეში რამდენჯერმე იკარგები…
თავისუფლების კუნძულის დედაქალაქს და მის ისტორიულ ცენტრს სულ რაღაც 10 წელზე ნაკლები დარჩა 500-წლიან იუბილემდე. ესპანეთის კოლონიალური მმართველობის არქიტექტურას აქ ულტრათანამედროვე ცათამბჯენები ერწყმის. ქალაქი ძალიან კოლორიტულია: ჰავანის ცენტრის კოლონიალური პერიოდის ვიწრო ქუჩები – თავად ქვეყნისა და მისი დედაქალაქის ისტორიის განსახიერებაა. ძველი ცენტრის ისტორიული ნაგებობების კატალოგი 900-ზე მეტ ობიექტს მოიცავს. დღისით აქ ჭრელი შოუები ტარდება, ღამით კი – კაბარეების კარები იღება…
ხანდახან ფოტო მთელ ცხოვრებას იტევს, თავისი აღმავლობითა და დაცემით, სიხარულითა და მწუხარებით. როგორც წესი, ასეთი კადრები იმ მოვლენების ჩუმი მოწმეები ხდებიან, რომლებიც მხოლოდ ისტორიული გამოცემების ფურცლებზე, სახელმძღვანელობსა და მსგავს ფოტოებზე დარჩა…
ლონდონის ისტორია თითქმის 2000 წელს ითვლის – ეს გახლავთ დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მისი წარმოშობის რამდენიმე თეორია არსებობს, თუმცა, ყველაზე პოპულარული გახლავთ თეორია, რომელიც ირწმუნება: ლონდონი ჩვენი წ.ა. 43 წელს რომაელებმა დააარსეს, ბრიტანეთში რომაელი იმპერატორის, კლაუდიუსის შეჭრის დროს.
ბერლინი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ევროპული ქალაქია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით, მაგრამ არც თუ ისე იაფი. მუზეუმებსა და კლუბებში ერთი დღის გატარების შემდეგ ეკონომიაზე გიწევს ფიქრი. საბედნიეროდ, ქალაქში არაერთი ღირშესანიშნაობა და გასართობი ადგილია, სადაც ფულის გადახდა არ არის საჭირო: გაეცანით ბერლინს ზედმეტი ხარჯის გარეშე.
რესტორანი ,,რუსიკო”, სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქესტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა.
”რუსიკომ” თებერვალში „წლის საუკეთესო რესტორნის“ გამოკითხვაშიც გაიმარჯვა. კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.
იტალიას მდიდარი ისტორია აქვს. ცხოვრება მიედინება, იცვლება, მაგრამ არის ამ ქვეყანაში მუდმივი რამ – la dolce vita- სიამოვნებისა და ტკბილი ცხოვრების იდეა, რომელიც ფედერიკო ფელინიმ ჩვეული ირონიითა და მგრძნობელობით გადმოსცა ეკრანზე.
ფოტოგრაფ ჩარლზ თრაუბს 80-იანი წლების იტალიის ფოტოკოლექციაში ფელინის ფილმთან პარალელები მოჰყავს, თუმცა, მის ფოტოებში არის რაღაც უნიკალური, რაც მხოლოდ მას ახასიათებს. ფოტოებზე არაფერია უხამსი, მაგრამ თითოეულ კადრში გამოსჭვივის გრძნობა და მისი გამოვლინება. ჩარლზ თრაუბის იტალია სიცოცხლის ფერებითაა აღსავსე, და სწორედ ამიტომაც არის ასე მიმზიდველი.2013 წელს 13 ჰოლანდიური ციხე დაიხურა, რადგანაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის დამნაშავე არ აღმოჩნდა. 2016 წლის ზაფხულის მიწურულს იგივე ბედი ელის კიდევ 5 ციხეს. ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ 2004 წლიდან ქვეყანაში დანაშაულის დონის სტაბილური შემცირება შეინიშნება. ანალიტიკოსების დათვლით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მაჩვენებელი 90%-ით შემცირდება ყოველწლიურად.
ბრიტანელმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე უამრავი ჯილდო მოიპოვეს, თუმცა, შინ დაბრუნებულებს საფინალო გამოცდა ელოდათ. საქმე იმაშია, რომ ვიღაცას თავში მოუვიდა, ყველა სპორტსმენისთვის წითელი ფერის ჩემოდნები და ჩანთები დაერიგებინა. სოციალურ ქსელებში ათლეტების გონებამახვილური კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი საქმეს იუმორით და ბრიტანული სიმშვიდით მიუდგნენ.
ეს ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო: 10 წლის წინ, ქალაქ სუისველის (პენსილვანიის შტატი, აშშ) მცხოვრებელ ჯენი სტეპიენის მამა მოკლეს, მისი გული კი ნიუ-ჯერსელ პაციენტს გადაუნერგეს. ახლა კი, ართურ თომასი, თავისი დონორის ქალიშვილის ქორწილში ჩამოვიდა, რათა საკურთხევლამდე მიეცილებინა ის.
ჩვენს წარმოდგენაში, ისლანდია არის ელფებისა და გეიზერების ქვეყანა, მისი მცხოვრებლები კი ძლიერი ვიკინგების შთამომავლები არიან. არადა, უკვე მრავალი წლის განმავლობაში, ისლანდია ყოველწლიურად შედის ცხოვრების მაღალი დონის მქონე ქვეყნების ათეულში. ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე მცირედ დასახლებული ქვეყანაა, აქ დაახლოებით 320 000 ადამიანი ცხოვრობს, მეორე მსოფლიო ომამდე კი ისლანდიის მოსახლეობა 50 000 შეადგენდა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ საოცარ და წარმოუდგენლად ლამაზ ქვეყანაზე.
ისლანდიის ნაკრები არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის სენსაციად იქცა 2016 წელს. გუნდმა, რომლის ევროპის ჩემპიონატის საფინალო ტურნირში მოხვედრას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ფეხბურთის სამშობლო – ინგლისი ჩემპიონატის მიღმა დატოვა.
ისლანდიური ფეხბურთის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, ჩნდება კითხვა: ”ვინ არის ეს ხალხი?”. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ვიკინგების ისტორიიდან, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს.