ბლოგერები
დუდანას ბლოგი

შეიცანი სამყარო ობიექტივის თვალით

პინგვინი ყოველ წელიწადს 8 ათას კილომეტრს მოცურავს თავის გადამრჩენელთან შესახვედრად
71 წლის პენსიონერი ქვისმთლელი ჟოაო პერეირა, რომელიც ამჟამად თევზჭერით ირჩენს თავს, უკვე მეხუთე წელია, ივნისის დადგომას ელოდება, მიდის რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად მდებარე სანაპიროზე, ჯდება ქვიშაზე და ელოდება, როდის გამოჩნდება მისი პინგვინი დინ-დიმი.
13-04-2016
დაწვრილებით...
სოციალური ობლები
მოლდოვის რესპუბლიკა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. მილიონამდე მოლდოველი საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული. ყოველწლიურად მიგრანტები სამშობლოში 1,6 მილიარდამდე დოლარს აგზავნიან. ფოტოგრაფი მირიამ მელონის პროექტი მოლდოვის ”სოციალურ ობლებს” მიეძღვნა – ბავშვებს, რომელთა მშობლები ლუკმა პურის საშოვნელად სხვა ქვეყნებში არიან გადახვეწილი.
13-04-2016
დაწვრილებით...
აგროტურიზმი იტალიაში – შეხედეთ ქვეყანას ადგილობრივის თვალით
თითოეულ ქვეყანას ორი მხარე აქვს: ღია ბარათებზე სარეკლამოდ აღბეჭდილი და ცოცხალი, რომლითაც იგებ, თუ როგორია ის სინამდვილეში.
დააკვირდე ქვეყნის ყოველდღიურ მრავალფეროვან ცხოვრებას, დააგემოვნო ის, რითაც ადგილობრივები იკვებებიან, უბრალოდ შეიგრძნო სურნელი და ეროვნული კოლორიტი – ეს ყველაფერი დღესდღეობით ძალზედ მოდური აგროტურიზმის საშუალებით არის შესაძლებელი.
13-04-2016
დაწვრილებით...
ამადეო მოდილიანის “წყევლა”
იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის ხსოვნა მის უცნაურ მეტსახელში მოდი (ფრ. maudit - “დაწყევლილი) შემოინახა, რომელიც ერთდროულიც კნინობით-მოფერებითიცაა და წინასწარმეტყველურიც. ყველაფერი, რაც მოდილიანის წილად ხვდა თავისი ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ, მას ცხოვრებაში აკლდა: წარმატება, დიდება, კრიტიკოსების ქება… ვეცდებით, მოვყვეთ მხატვრის ისტორია, რომლის ბიოგრაფიის ბოლო ფურცელი ნაადრევმა და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაასრულა.
16-03-2016
დაწვრილებით...
ძლიერი ქალის აღსარება. ტინა ტერნერის სამი სიცოცხლე
”ბევრად ძლიერი გავხდი, შვილები გავზარდე და ცხოვრების უმძიმესი პერიოდები გავიარე. ახლა იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი”, – ამბობს ტინა ტერნერი. 20 წელიწადზე მეტია, როკ-ნ-როლის დედოფალი შვეიცარიაში ცხოვრობს, ტკბება მეუღლესთან, ერვინ ბახთან თანაცხოვრებით და სცენაზე მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის გამოდის. თუმცა ტინას ცხოვრება ყოველთვის ასეთი უდარდელი როდი იყო.
16-03-2016
დაწვრილებით...
წარსულის ანარეკლი ტომ ჰასის ფოტოპროექტში
ფოტოპროექტი ”წარსულის ანარეკლი” არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფოტოგრაფი ტომ ჰასი ძირითადად სარეკლამო გადაღებებით არის დაკავებული. ამ ფოტოპროექტის შთაგონების წყარო კი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, რომელმაც თქვა: ”ვერ ვიჯერებ, რომ მალე 80 წლის ვხდები. ასე მგონია, ახლახან დავბრუნდი ომიდან. ვიყურები სარკეში და იმ ბიჭს ვხედავ…

საბოლოო ჯამში გამოვიდა შესანიშნავი და ამაღელვებელი პროექტი, რომელიც თითოეულისთვის აღმოჩენა გახდა.

16-03-2016
დაწვრილებით...
25 საინტერესო და უცნაური ფაქტი იტალიაზე
იტალია საოცარი ქვეყანაა, სადაც ერთხელ მოგზაურობის შემდეგ კვლავ დაბრუნების სურვილი მუდმივად გიჩნდება. აპენინის ნახევარკუნძულის მარგალიტი განთქმულია როგორც ულამაზესი ქალაქებით, ასევე მდიდარი ისტორიით, უგემრიელესი სამზარეულოთი, მოდური ტანსაცმელითა და უმაღლესი ხარისხის ღვინით. თუმცა, ცნობილი ფაქტების გარდა, იტალია აღსავსეა საოცარი და უცნაური სიურპრიზებით.
16-03-2016
დაწვრილებით...
როგორ ურტყამს თავს ზინედინ ზიდანი მარკო მატერაცის - ლეგენდარული სპორტსმენების ძეგლები
ზინედინ ზიდანი და მარკო მატერაცი

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ოლიმპიურ ჩემპიონებს პატივისცემის ნიშნად ძეგლებსა და მონუმენტებს უგებდნენ. ჩვენს დროს უდიდეს სპორტსმენებს, ხშირად სიცოცხლეშივე, როგორც წესი სამშობლოში უდგამენ ძეგლებს. თითოეულ მათგანს გარკვეული ფორმა და შინაარსი გააჩნია და თავისი ისტორიაც აქვს, თუმცა მათ სპორტისადმი დიდი სიყვარული აერთიანებს.

05-02-2016
დაწვრილებით...
New York Cafe – ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი კაფე
ბუდაპეშტში ერჟებეთის ბულვარზე ყველაზე იმპოზანტური და ბრწყინვალე შენობა – ეს სასახლე ნიუ იორკია (New York Palota). შენობა 1894 წელს სადაზღვევო კომპანია ნიუ იორკის შეკვეთით აიგო (არქიტექტორები – Hauszmann Alajos, Korb Flóris és Giegl Alajos).
05-02-2016
დაწვრილებით...
ფაქტები, რომლებიც კარმის არსებობაში დაგვარწმუნებენ
ამერიკელი უსახლკარო ბილი რეი ჰარისის ისტორიამ მილიონობით ადამიანს აუჩუყა გული. ბილი ჩვეულ ადგილას იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. უცებ აღმოაჩინა, რომ ქალმა მონეტის ნაცვლად შეცდომით ბრილიანტის ბეჭედი ჩაუგდო ჭიქაში. იგი ქალს დაეწია და ბეჭედი დაუბრუნა. ეს ამბავი მედიით გავრცელდა. მომდევნო კვირის განმავლობაში მას დაეხმარნენ ველოსიპედის შეკეთებაში, მიიღო ბინა და 100 000$-მდე შემოწირულობა. ”აი, რა ხდება, როდესაც აბრუნებ იმას, რაც შენ არ ეკუთვნის”, – თავმდაბლად განაცხადა ბილიმ.
05-02-2016
დაწვრილებით...
აირტონ სენა – “წვიმის კაცი”
აირტონ სენა ცნობილია, როგორც საუკეთესო მრბოლელი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1988, 1990, 1991) ფორმულა 1-ის ისტორიაში.

დაიბადა 1960 წლის 21 მარტს მდიდარი ბრაზილიელი მიწათმფლობელის ოჯახში. მამა ბავშობიდან უწყობდა ხელს ბატარა ბიჭის ავტორსპოტით გატაცებას. აირტონი თავისი პირველი კარტის (პატარა სარბოლო ავტომობილი ძარის გარეშე) საჭეს 4 წლის ასაკში მიუჯდა.

05-02-2016
დაწვრილებით...
დევიდ ბოუი – როკ-მუსიკის ქამელეონი
დევიდ ბოუი – ცნობილი ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ხმის რეჟისორი, მხატვვარი და მსახიობი… 50 წლის განმავლობაში მუსიკალური შემოქმედებით იყო დაკავებული, იმიჯის ხშირი ცვლის გამო კი მეტსახელი ”როკ-მუსიკის ქამელეონი” მიიღო.
13-01-2016
დაწვრილებით...
გარდაცვლილმა მეუღლემ სიკვდილის შემდეგ ოჯახს ორიგინალური და ამაღელვებელი საჩუქარი გაუკეთა

ბრენდა შმიტცი 46 წლის ასაკში საკვერცხეს სიმსივნით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ქალმა გადაწყვიტა რაიმე შესანიშნავი გაეკეთებინა მეუღლისთვის და შვილებისათვის. ბრენდამ წერილი დაწერა საშობაო სურვილებით და მეგობარს სთხოვა, ჟურნალისტებისთვის გადაეცა, მაშინ როდესაც იგი უკვე ცოცხალი აღარ იქნებოდა და მეუღლეს საყვარელი ქალი გაუჩნდებოდა.

13-01-2016
დაწვრილებით...
სიურრეალისტური მეჯლისი როტშილდებთან

1972 წლის დეკემბერში, პარიზის მახლობლად, ფერიერ-ან-ბრის მამულში, რომელიც გი დე როტშილდს ეკუთვნოდა, კოსტიუმირებული მეჯლისი მოეწყო. საღამოზე მიწვეული იყო იმ დროის ბომონდი – არისტოკრატებიდან და ბანკირებიდან დაწყებული, მხატვრებით დამთავრებული (ორგანიზატორებს შორის სალვადორ დალი იყო). საღამო მთლიანად სატანისტური რიტუალებისგან შედგებოდა.

13-01-2016
დაწვრილებით...
დავიწყებული ირლანდიელი მონები

ბევრმა არ იცის, რომ ამერიკაში ჰყავდათ თეთრი მონებიც. სწორედ მათ დააწვათ მხრებზე ახალი სამყაროს პირველ კოლონიათა მშენებლობების მთელი სიმძიმე (შავკანიანები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ) – ეს თეთრი მონები ირლანდიელები იყვნენ.

13-01-2016
დაწვრილებით...
სტივ მაკკარი: ”ოჯახური სადილი”
პერუჯა, იტალია

”ჩემთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს ხეტიალი და დაკვირვება. ფოტოკამერა – ჩემი პასპორტია.”
10-12-2015
დაწვრილებით...
ცნობილთა უცნობი ფოტოები
მათ ყველა იცნობს, თუმცა ეს ფოტოები ცოტას თუ უნახავს. როგორები იყვნენ ისინი, ვიდრე საქვეყნოდ ცნობილები გახდებოდნენ, ჟან კლოდ ვანდამი, დემი მური, სკარლეტ იოჰანსონი და სხვები, გთავაზობთ მათი ბავშვობისა თუ მოზრდილობის ფოტოებს.
10-12-2015
დაწვრილებით...
არაჩვეულებრივი შეხვედრა - კირილზე მშობლებმა უარი თქვეს, მაგრამ...
კანადელი ცოლ-ქმარი ლესლი და დაგ ფეისები შვილის აყვანაზე ოცნებობდა. როდესაც დაგმა ყარაღანდელი (ყაზახეთი) ბიჭუნა კირილის ფოტო ნახა, საკუთარი მამა გაახსენდა და წყვილმა შვილად აყვანის ხანგრძლივი პროცედურა წამოიწყო.
10-12-2015
დაწვრილებით...
ამბავი ”აფეთქებული” მკერდისა – კადრი, რომელზეც სოფის აზრები იკითხება
მსოფლიოში არაერთი ცნობილი კადრი არსებობს, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ ეს ფოტოა, რომელზეც ჯეინ მენსფილდის მეტისმეტი ვულგარულობით შეწუხებული სოფი ლორენი ცინიკური ღიმილით თვალს აპარებს მსახიობის ზედმეტად მოშიშვლებული მკერდისკენ.
10-12-2015
დაწვრილებით...
მონიკა ბელუჩის ქალიშვილები
ვენსან კასელთან განქორწინების შემდეგ, მონიკა ბელუჩი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს შვილებს: 11 წლის დევასა და 5 წლის ლეონის.
13-11-2015
დაწვრილებით...
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?