ბლოგერები
დუდანას ბლოგი

შეიცანი სამყარო ობიექტივის თვალით

პატარა გოგონა, რომელმაც 60 000 ადამიანი გადაარჩინა

9 წლის გოგონა სიეტლიდან რეიჩელ ბეკვიტი აფრიკის გაჭირვებული მოსახლეობისთვის სასმელი წყლის საყიდლად ფულს აგროვებდა. ასევე სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად საკუთარ თმას აბარებდა. რეიჩელი საშინელ ავარიაში დაიღუპა, მაგრამ მისი უკანასკნელი სურვილი ხსნად ექცა 60 ათასი ადამიანს!

30-08-2014
დაწვრილებით...
იმედის ფოტოგადაღებისას
დენინ ბრაიანმა და მოხალისეთა გუნდმა, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან შედგება, დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი “იმედის ფოტოგადაღებისას”. ისინი უფასოდ უღებენ ფოტოებს დღენაკლულ ჩვილებს და ამ ფოტოებს მშობლებს ჩუქნიან. დენინს 6 შვილი ჰყავს, მაგრამ კიდევ ერთი გოგონა წლინახევრის ასაკში გარდაეცვალა. სწორედ ამან უბიძგა ქალს საქველმოქმედო ფონდის შექმნისკენ.
30-08-2014
დაწვრილებით...
"ჩრდილოეთ ლონდონის ცხოველთა გადარჩენის საქველმოქმედო ორგანიზაციამ" შეიტყო, რომ ინდოეთში 50 წლის სპილო რაჯას პატრონი სასტიკად ექცეოდა - ჩვილობიდან რკინისჭანგებიანი ბორკილები ეკეთა, რის გამოც იტანჯებოდა და სისხლი სდიოდა.
30-08-2014
დაწვრილებით...
ამერიკელთა პორტრეტები საკუთარ ერთი კვირის ნაგავში
კალიფორნიელმა ფოტოგრაფმა გრეგ სიგალმა პროვოკაციული ფოტოსერია გადაიღო სათაურით “ნაგვის 7 დღე”. სერია წარმოდგენს ამერიკელთა პორტრეტებს იმ ნაგვის ფონზე, რომელიც მათ ერთი კვირის მანძილზე უგროვდებათ და მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობას. აშშ-ს “გარემოს დაცვის სამმართველოს” მონაცემებით, საშუალოსტატისტიკური ამერიკელი დღეში 1,8 კგ ნაგავს აწარმოებს, რაც 50%-ით მეტია საშუალოსტატისტიკურ ევროპელთან შედარებით.
30-07-2014
დაწვრილებით...
მეტი, ვიდრე ფოტო
ფოტოგრაფია ყოველთვის ტოვებდა და ტოვებს წარმოუდგენელ კვალს ადამიანის სულში. ბევრმა ფოტოგრაფმა შეძლო და მიაღწია იმას, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა ნებისმიერი კინოოპერატორისთვის – ეს იმ წამის მარადიულობის სამუდამო ასახვაა, რომელმაც შეძრა და შეცვალა სამყარო, გამოიწვია მძაფრი ემოციები, ღიმილი და გამიჯვნაც კი იმ სამყაროდან, რომელშიც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრობს.
30-07-2014
დაწვრილებით...
მგლებთან ცხოვრების 6 წელიწადი
მგლის არსსა და ცხოვრების წესში უკეთ გასარკვევად ცოლ-ქმარმა ჯიმ და ჯეიმი დაჩერებმა მგლების ხროვაში 6 წელი იცხოვრეს. ტყეში წასვლამდე ცოლ-ქმარი ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ჯეიმი ვაშინგტონის ზოოპარკში მუშაობდა, კინოოპერატორი ჯიმი კი ველურ ბუნებაზე იღებდა ფილმებს.
18-07-2014
დაწვრილებით...
მაშინ და ახლა: სახალისო საოჯახო ფოტოები ათეული წლის შემდეგ
ბოლო წლებში პოპულარული გახდა ძველ საოჯახო ფოტოებზე ასახული სიუჟეტის ზედმიწევნით აღდგენა. დღეს ასეთი ფოტოების სერიებს იღებენ, როგორც პროფესიონლი ფოტოგრაფები, ასევე მოყვარულები და ფიქრობენ, რომ ეს საუკეთესო საჩუქარია მათი ახლობლებისთვის.
18-07-2014
დაწვრილებით...
აფხაზეთი ცნობილი სააგენტო ”მაგნუმის” ფოტოობიექტივში

აფხაზეთი ცნობილი სააგენტო ”მაგნუმის” ფოტოობიექტივში

28-06-2014
დაწვრილებით...
ცნობილთა უცნობი ფოტოები 6
ფრიდა კალო, ჩაველა ვერგასი
28-06-2014
დაწვრილებით...
დაუნდობელი ექსპერიმენტი – 5 ტყუპი დის ”კოლბაში” გატარებული ბავშვობა
წელს კანადის ყველაზე ცნობილ ტყუპებს 80 წელი შეუსრულდებოდათ. 1934 წლის 28 მაისს, ღარიბი ფერმერის ოჯახში დაბადებული 5 და ნამდვილ “ოქროს საბადოდ” იქცა – კანადის მთავრობამ მათ ხარჯზე უზარმაზარი თანხა გამოიმუშავა. დების ისტორია თავიდანვე საზოგადოებისა და საინფორმაციო საშუალებების განხილვის თემა გახდა, მაგრამ ფულმა და პოპულარობამ მათ ბედნიერება ვერ მოუტანა.
14-06-2014
დაწვრილებით...
წიგნების წარმავალი სილამაზე. ფოტოპროექტი “Expired”
წიგნების მოყვარულნი აუცილებლად მოიწონებენ ფოტოებს, რომელზეც გამოსახულია წიგნები წარმავალი სილამაზითა და გაცრეცილი ფურცლებით, ბიბლიოთეკის შტამპებით, წიგნის ბოლოში დართული შენიშვნებითა და დახეული ყდებით. ისიც აღსანიშნავია, რომ თითოეულს დაჰყვება განსაკუთრებულ სურნელი, რომლის ფოტოზე ასახვა შეუძლებელია.
29-05-2014
დაწვრილებით...
სოფელო, ჩემო სოფელო
დიდ ქალაქებში მცხოვრებთათვის, რომლებიც მოკლებული არიან ბუნებასთან კავშირს, განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ ულამაზეს ზღაპრულ სოფლებსა თუ დაბებში თუნდაც ვირტუალურად მოგზაურობა.
29-05-2014
დაწვრილებით...
“გურამ თიკანაძეს შხარა აუღია…”
გურამ თიკანაძეს გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ ფოტოგრაფიასა და ალპინიზმში. გეოლოგ კაცს, ცხადია, მოგზაურობა და მთაში ყოფნა უწევდა. ალპინიზმით გატაცებულმა ფეხით მოიარა მთელი საქართველო და ამავდროულად უამრავი ფოტოშედევრი შექმნა.
29-05-2014
დაწვრილებით...
ადოლფ ჰიტლერის სისხლიანი ბუნკერი
ფიურერის ბუნკერი  მიწისქვეშა სამალავია, სადაც ბერლინის დაცემის შემდეგ 56 წლის ადოლფ ჰიტლერმა და 33 წლის ევა ბრაუნმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. ისტორიკოსების მტკიცებით, ჰიტლერმა იარაღის გასროლით მოიკლა თავი, ხოლო ევა ბრაუნმა ციანიდი მიიღო.
02-05-2014
დაწვრილებით...
სტენლი კუბრიკი – ცნობილი რეჟისორი და უცნობი ფოტოგრაფი
სანამ ცნობილი რეჟისორი გახდებოდა, სტენლი კრუბრიკი სკოლის გაზეთის ფოტოგრაფი იყო. პრეზიდენტ რუზველტის გარდაცვალების დღეს მან შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო და ჟურნალ Look-ში გააგზავნა. ფოტო მოეწონათ და დაბეჭდეს, 17 წლის ავტორი კი შტატში აიყვანეს.
29-04-2014
დაწვრილებით...
ფერდინანდო შანა – ფოტოგრაფიის ცოცხალი ლეგენდა
ფერდინანდო შანა – იტალიელი ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი, ფოტოხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა. მისი ნამუშევრების სიღრმე და კონტრასტულობა გულგრილს არ ტოვებს მნახველს. ამ საქმის დაუფლება პალერმოს უნივერსიტეტში ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის შესწავლით დაიწყო.
29-04-2014
დაწვრილებით...
მხიარული სასაფლაო რუმინეთში: ირონიულად სიკვდილის შესახებ, ანუ რას მერჩოდი ტრაქტორო, ჩემთვის ჩრდილში ვიწექი
რუმინეთის სოფელ სეპინცას უჩვეულო სასაფლაო ჩიმიტირულ-ვესელი (Cimitirul Vesel) დაკრძალვის კულტურის უნიკალური ნიმუშია. ხის დაფებსა თუ ბარელიეფებზე არა მარტო გარდაცვლილის ცხოვრების ტიპიურ სურათებია გამოსახული, არამედ ისინი სიკვდილის მიზეზებსაც თვალსაჩინოდ გვამცნობენ: დაეჯახა სატვირთო, მოყვა მატარებლის ქვეშ, ავადმყოფობამ იმსხვერპლა.
29-04-2014
დაწვრილებით...
ფოტოები, რომელთა გამოც მისი ავტორები სამსახურიდან გაათავისუფლეს
ჯგუფი “ტრივა” – ფოტოგრაფები ვლადიმირ ვორობიოვი, ვლადიმირ სოკოლაევი და ალექსანდრ ტროფიმოვი, რომლებმაც 70-80-იან წლებში კუზნეცკის მეტალურგიულ კომბინატში არა შეკვეთილი ფოტოები, სადაც ქარხნის მუშები ბედნიერი სახეებით პოზირებენ, არამედ მათი რეალური ყოფა ასახეს. “სოციალისტური ცხოვრების წესის გაშავებისთვის” თავნება ფოტოგრაფები სამსახურიდან დაითხოვეს და ფოტოებიც გაანადგურებინეს. თუმცა ნაწილის გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც ახლახან გამოქვეყნეს.
27-03-2014
დაწვრილებით...
ცნობილი ხედები სულ სხვა რაკურსით
ადამიანები მიჩვეულნი არიან არქიტექურული ძეგლებისა თუ მსოფლიო საოცრებების ისეთ ეფექტურ ხედებს, როგორიც, მაგალითად მისალოც ბარათებზეა აღბეჭდილი. მაგრამ თუ ცნობილ  პეიზაჟებს ახალი რაკურსით  შევხედავთ, ჩვენ თვალწინ სულ  სხვა სურათი გადაიშლება
26-03-2014
დაწვრილებით...
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები