ბლოგერები
დუდანას ბლოგი

შეიცანი სამყარო ობიექტივის თვალით

ქუვეითი - ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია - 3 000, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი კი 15 000 დოლარია

ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს.
ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები სეირნობენ, თითოეულ მათგანს კი ორი ღარიბი ემიგრანტი ემსახურება.

18-03-2017
დაწვრილებით...
ბუენოს-აირესი – სამხრეთ ამერიკის კულტურული დედაქალაქი

არგენტინის დედაქალაქი, როგორც წესი, ევიტას სახელთან, ტანგოსთან და ფეხბურთთან ასოცირდება. ”ჩვენი დედოფლის წმინდა მარია სამართლიანი ქარების დედოფლის ქალაქი” – სწორედ ასე ჟღერს ბუენოს-აირესის ისტორიული სახელწოდება. ეს გახლავთ ნამდვილი ”კონტრასტების ქალაქი” – თანამედროვე ცათამბჯენებს აქ ძველი ესპანური კვარტლები ერწყმის, ქალაქის ცენტრის ფეშენებელურ უბნებს კი – მრავალრიცხოვანი ღარიბი დასახლებები.

11-03-2017
დაწვრილებით...
ბანქოს ყოფილი მოთამაშე, რომელმაც 8 მილიონი ხე დარგო და 100 წლის წინ გაჩეხილი ტყე აღადგინა

მ.ს. დევისმა, ყოფილმა ბანქოს მოთამაშემ და ბიზნესმენმა, 90 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ში უმსხვილესი კერძო ნაკრძალის შესაქმნელად. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დევისმა 8 მილიონ ნერგზე მეტი დარგო და ამჟამად მის ტყეში გაქრობის პირას მყოფი ცხოველები ბინადრობენ.

04-03-2017
დაწვრილებით...
როგორ მიირთმევენ ღვინოს იტალიელები: ”კი არ ვსვამთ – ვმკურნალობთ!”

რუსეთი პერმანენტულად ებრძვის ალკოჰოლიზმს, ევროპელები კი სვამენ. ბრიტანელები სამსახურის მერე ადგილობრივ პაბებს სტუმრობენ. ფრანგული ღვინო, ყველი და ბაგეტები მხოლოდ ექსპორტისთვის არ არის განკუთვნილი. გერმანელების ლუდისადმი სიყვარული ცნობილია. მაგრამ დღეს ვისაუბროთ ევროპის ჩემპიონებზე ღვინის სმის საკითხებში (თუმცა, უფრო მაგარ სასმელებზეც არ ამბობენ უარს ჩვენი გმირები) – იტალიელებზე.

25-02-2017
დაწვრილებით...
როგორ ჩაეფლო დანტეს ჯოჯოხეთში სალვადორ დალი

დანტე ალიგიერის ცნობილი ”ღვთაებრივი კომედია” იწყება იმით, რომ ცხოვრების ნახევარგზაზე დაკარგული პოეტი, ანაზდად უსიერ ტყეში ფხიზლდება. პოემა, ასე ვთქვათ, არც თუ ისე შთამაგონებლად იწყება. რაღაც საშინელი ისტორიის ან სისხლიანი დეტექტივის დასაწყისს ჰგავს.

18-02-2017
დაწვრილებით...
ისრაელელი სატირიკოსის აქცია ბერლინში ჰოლოკოსტის მემორიალთან სელფების გადაღებების წინააღმდეგ

ჰოლოკოსტის კატასტროფის დაღუპულთა მემორიალი ბერლინის ცენტრალურ ნაწილშია აღმართული. ეს ტურისტებისთვის სელფის გადასაღები პოპულარული ადგილი გახლავთ. ინსტაგრამში, შესაბამის თეგს თუ მივყვებით, მემორიალთან გადაღებულ მომღიმარ ადამიანებს ვიხილავთ, რომლებიც წარმატებული კადრისთვის პოზირებენ. ზოგი იოგით არის დაკავებული, ზოგიც კი სკეიდბორდის მოედნად იყენებს.

11-02-2017
დაწვრილებით...
გრეის კელი - ნამდვილი ამბავი ზღაპრის მიღმა…

1955 წელს მონაკოში სამი ისტორიული პერსონის გზა გადაიკვეთა. პირველი – პრინცი რენიე, პატარა სამეფოს მმართველი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალდებულებების გამო იძულებული გახდა, პირად ბედნიერებაზე და სიყვარულზე უარი ეთქვა, მეორე – მონაკოში “საგადასახადო სამოთხის” შენარჩუნებაში დაინტერესებული მილიარდერი ონასისი, და მესამე – გრეის კელი, ჰოლივუდის ვარსკვლავი და ჩვეულებრივი ქალი, რომელიც ქალურ ბედნიერებაზე ოცნებობდა… რა მიიღო საბოლოო ჯამში თითოეულმა?

04-02-2017
დაწვრილებით...
მშვენიერი სოფი ლორენი კონკურსში ”მის იტალია 1950”

1950 წელს, ლეგენდარულმა სოფი ლორენმა ფსევდომინით სოფია ლაცარო კონკურსში ”მის იტალია” მიიღო მონაწილეობა, სადაც ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მიიღო ტიტული ”მის ელეგანტურობა”. სწორედ მაშინ მიიპყრო მან ცნობილი კინოპროდიუსერის, კარლო პონტის ყურადღება, რომელიც ჟიურის წევრი გახლდათ.

27-01-2017
დაწვრილებით...
ბჰუტანი - ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს

უტანი - მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ოფიციალურ რელიგიად, ”სულიერ მემკვიდრეობად” ბუდიზმის ტანტრული მიმართულებაა აღიარებული. ამიტომაც, ხელისუფლების მთავარ მიზანს ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს, ეს კონსტიტუციის მე-9 მუხლშია გაწერილი.

21-01-2017
დაწვრილებით...
ლაპლანდია: ზღაპრული მოგზაურობა სანტა კლაუსის სამყაროში

ლაპლანდია – ზღაპრული პროვინცია, ფანტასტიური ბუნებითა და უნიკალური კულტურით – ფინეთის ტერიტორიაზეა განლაგებული.

ამ ადგილებში, თავისი პირველყოფილი ბუნებით – ტყეებითა და მთებით, უამრავი მდინარითა და ტბით, სუფთა ჰაერით, პოლარული ღამით, ყოველ ახალ წელს უამრავი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც ოცნებობენ ადგილობრივი სილამაზით დატკბობაზე და ბავშვობის შორეულ ზღაპარში აღმოჩენაზე.

03-01-2017
დაწვრილებით...
სიყვარულის ისტორია: მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი

სხვადასხვა გამოცემებში ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის გაცნობის, მინიმუმ, 3 ვერსია არსებობს. პირველი: ფილმის ”ბინა” გადაღება იმით დაიწყო, რომ გამოუცდელმა და აქედან გამომდინარე, მღელვარებაში მყოფმა მსახიობმა ქალმა პარტნიორს, იმ დროს ევროპული კინოს ამომავალ ვარსკვლავს ფეხზე დააბიჯა. როგორც ნამდვილმა ფრანგმა, ვენსანმა, ბოდიში მოუხადა, ხელზე ეამბორა მონიკას, ჩახედა თვალებში და… ჩაიძირა!

 

02-01-2017
დაწვრილებით...
ნიურნბერგი - შობის დედაქალაქი, ანუ დაბრუნება ბავშვობაში

გერმანიაში შობის დღესასწაული  ბავშვობაში დაგაბრუნებთ, ჰოფმანისა და ძმები გრიმების ზღაპრებში, მოჯადოვებული მაკნატუნასა და თოვლის დედოფლის სამყაროში. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი დღესასწაულის შესახვედრად, გერმანელები საფუძვლიანად ემზადებიან. სწორედ მათ აჩუქეს სამყაროს საშობაო ნაძვის ხის მორთვის მხიარული და ნათელი ტრადიცია. უფრო სწორედ, ერთ-ერთმა გერმანელმა - მარტინ ლუთერმა, უდიდესმა პროტესტანტმა და რელიგიურმა რეფორმატორმა.

24-12-2016
დაწვრილებით...
როდესაც შენი საიდუმლო სანტა ბილ გეითსია…

ყოველ წელს Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი უჩვეულო პროექტში იღებს მონაწილეობას. შლაპაში ათავსებს ფურცელს, სადაც მისი სახელი წერია და საიდუმლო სანტა ხდება. და ყოველ წელს საიტის Reddit ერთ-ერთი ხელმომწერი ოცნების საჩუქარს იღებს თავად ბილ გეითსისგან.

22-12-2016
დაწვრილებით...
ორიოდ სიტყვით შვეიცარიული მენტალიტეტის შესახებ

1. თქვენი მატარებელი 20 წუთში გადის. სადგურამდე 10 წუთის სავალი გზაა. თქვენ: ”დროა, გავიდეთ”. შვეიცარიელი: ”რას ამბობ! სადგურამდე, სინამდვილეში 9 წუთისა და 30 წამის სავალი გზაა. ბილეთის ყიდვას 90 წამი დასჭირდება. გზად ყავის ყიდვაც მინდა – ესეც შენი 1 წუთი და 40 წამი. გამოდის, რომ სახლიდან 7 წუთსა და 20 წამში უნდა გავიდეთ!”

17-12-2016
დაწვრილებით...
სექსუალური ფრანგი ფერმერები 2017 წლის კალენდრის ფურცლებზე მოხვდნენ
გასულ წელს ფეშენ-ფოტოგრაფმა, ფრედ გუდონმა კალენდრისთვის მეხანძრეები გადაიღო, 2017 წლისთვის კი ისეთი პროფესია შეარჩია, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდა მამაკაცებისთვის არც თუ ისე მიმზიდველია – ახალ კალენდარს ფრანგი ფერმერი მამაკაცები დაამშვენებენ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფოტოგრაფის წინ მოდელები პოზირებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ფრედ გოდონმა საფრანგეთის პროვინციები – შამპანი, პიკარდია, ნორმანდია და პროვანსი მოიარა და ნამდვილი ფერმერები იპოვა.
17-12-2016
დაწვრილებით...
”ოქროს ადელი” - ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პორტრეტის არაჩვეულებრივი ისტორია

ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა. ამ ისტორიას მორალი არ გააჩნია - რა მორალი უნდა ჰქონდეს ისტორიას, სადაც მონაწილეობს გენიოსი გუსტავ კლიმტი, საბედისწერო ქალი ადელ ბლოხ-ბაუერი, 135 მილიონი დოლარის ღირებულების ტილო, ადოლფ ჰიტლერი, ჯორჯ ბუში-უმცროსი, აშშ-ის მთავრობა და ავსტრიელი ხალხი? საუბარია გუსტავ კლიმტის ტილოზე ”ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”, ან ”ოქროს ადელი”.

24-11-2016
დაწვრილებით...
უკან მომავალში: ინგლისელი მოყვარული ფოტოგრაფის შთამბეჭდავი პროექტი

პიტერბოროელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა კრის პოზმა 70-80-იან წლებში გადაღებული კადრები განაახლა. მან 134 ფოტო გადაიღო, რომლებიც  წიგნში ”Reunion” შევიდა. წიგნი დიდ ბრიტანეთში, 4 ნოემბერს გამოვიდა. კადრებში ასახული ადგილები და ხალხი პარამედიკოსმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა 40 წლის შემდეგ კვლავ დააფიქსირა არსებული სახეცვლილებებით.

24-11-2016
დაწვრილებით...
”ძალიან ლამაზი ხარ!” – ქალების რეაქცია ფოტოგრაფის კომპლიმენტზე

თურქი ფოტოგრაფი, გენჩ მეჰმეტი ფსევდონიმით ”მომთაბარე მარშრუტის გარეშე” მუშაობს და ადამიანებს მოულოდნელ მომენტებში იღებს. თავის პროექტს მან ”ძალიან ლამაზი ხარ” უწოდა.

იდეა მარტივია: გენჩი ეუბნება ქალებს: ”ძალიან ლამაზი ხარ!”, შემდეგ მათ რეაქციას აფიქსირებს. სერიაში ეკვადორელი, კოლუმბიელი, სალვადორელი, ბრაზილიელი და მექსიკელი ქალები მოხვდნენ.

10-11-2016
დაწვრილებით...
80 წლის ბაბუა მოდელი გახდა და დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრია

ეს ჩინელი ბაბუა მოდური ინდუსტრიის სტერეოტიპებს თითოეული ნაბიჯით ანგრევს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვანგ დეშუნი – 80 წლის მსახიობიდ ა აწ უკვე მოდელი – ჩინეთის მოდის კვირეულზე პირველად წარსდგა და ფურორი მოახდინა.

10-11-2016
დაწვრილებით...
ტოკიო – ქალაქი, რომლის სტუმრობის შემდეგ თქვენი ცხოვრება უწინდებური არასდროს იქნება

ტოკიო – გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისია, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვრო, მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს რომ გაეცნო. ეს ქალაქი ურბანული მონაცემებით მეორეა მსოფლიოში და  37 მილიონ კაცს იტევს. ტოკიოს სიღრმისეული აღქმა და აღწერა შეუძლებელია. ის განაცვიფრებს სტუმარს უმალვე, მოუმზადებლად. თავისი მრავალრიცხოვანი უბნებით, წარმოუდგენლად რთული ქალაქის დაგეგმარებით, სადაც პოლიციელების დახმარების გარეშე ვერ გაერკვევი, მეტროს დამოუკიდებელი ხაზებით, სადაც დღეში რამდენჯერმე იკარგები…

25-10-2016
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები