ტობავარჩხილი – სამოთხე დედამიწაზე - კვირის პალიტრა

ტობავარჩხილი – სამოთხე დედამიწაზე

საქართველოს ერთ, პატარა, თითქმის ყველასგან მივიწყებულ ნაწილში, რომელსაც ჩხოროწყუ ჰქვია, მდინარე ხობისწყალი ჩამოდის.ერთი შეხედვით დიდად არაფრითაა საინტერესო. ეგაა – აქ ცხელ ზაფხულში გახურებული სხეულის გაგრილება შეიძლება. ჩახვალ, იბანავებ, გაგრილდები და მორჩა: კითხვაც კი არ გაგიჩნდება, – ნეტავ საიდან მოდის ეს პატარა წყალიო. მაგრამ თუ იკითხე, გზა პასუხისკენ ულამაზეს ადგილას მიგიყვანს, სადაც თუ ერთხელ დადგი ფეხი, მეორედ წასვლა უთუოდ მოგესურვება.

მდინარე ხობისწყლის ხეობა, ტობავარჩხილისაკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპია. ეს ხეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნიკალურია იმით, რომ ერთი მდინარის გაყოლებაზე შეეყრებით მღვიმეებს, ხავსიან მასივებს, მინერალურ წყალს, ალპურ ტბებს, ჩანჩქერებს, მწვერვალებსა და მყინვარს. სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო უფრო და უფრო მწვანდება – ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სულ ახლოს გრძნობ ველურ ბუნებას...

იხილეთ ვრცლად