ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს - კვირის პალიტრა

ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ეს კადრები  მსოფლიო ფოტოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად ითვლება, რომლებმაც მსოფლიო ისტორია თუ არ შეცვალეს, დიდი გავლენა მოახდინეს მათზე.

1985 წლის 13 ნოემბერი. ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში (კოლუმბია).

თოვლი დადნა და 50 მეტრის სისქის ტალახის, მიწის და წყლის მასამ ყველაფერი აღგავა პირისაგან მიწისა. დაღუპულთა სიამ 23 000-ს მიაღწია. ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა, სწორედ ამ ფოტოს დამსახურებით, რომელზეც პატარა გოგონა სახელად ომაირა სანჩესია გამოსახული. ის აღმოჩნდა მახეში – ყელამდე ტალახში, ბავშვს ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოყვა. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის გათავისუფლებას. გოგონამ 3 დღე გაძლო, რის შემდეგაც ერთდროულად რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდა. როგორც ჟურნალისტი კრისტინა ეჩანდია იხსენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომაირას არ მოშორებია, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. მას ეშინოდა და წარამარა წყალს ითხოვდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო. ეს ფოტო გადაღებულია სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.

იხილეთ ვრცლად