შურუბუმუს მიწისქვეშა სასახლე - კვირის პალიტრა

შურუბუმუს მიწისქვეშა სასახლე

"შურუბუმუს" გამოქვაბული მდებარეობს დასავლეთ  საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირქვულ მასივში...გამოქვაბულის სახელი უძველესი კოლხური სიტყვაა მითოსის, იდუმალების ბურუსით მოცული, დაახლოებითი თარგმანი "სულგანაბული" იქნება. ათასწლოვანი ბზის კორომი  ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს მნახველს მღვიმის შესასველისკენ, აქ კი უკვე  სტალაქტიტები და სტალაგმიტები გარინდულან. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, თუ სად იწყებოდა "შურუბუმუს" გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი.

2004 წელს მიგარიის მასივში, საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე ფრანგმა და ქართველმა სწავლულებმა გადაწყვიტეს შეეღებათ უფსკრულ "ხავერდოვანაში" მიმავალი პატარა მდინარე. მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, შეღებილი წყალი შეღებვიდან მეოთხე დღეს "შურუბუმუს" გამოქვაბულის იმ ადგილას გამოვიდა, რომელსაც ოდითგანვე "დეიძახი”,  ანუ დევის ძახილი ერქვა.

იხილეთ ვრცლად