ფოტოკლასიკა: სებასტიო სალგადო - კვირის პალიტრა

ფოტოკლასიკა: სებასტიო სალგადო

გასულ საუკუნეში მოღვაწე ერთ-ერთი ნიჭიერი და ცნობილი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტი სებასტიო სალგადო 1944 წლის 8 თებერვალს, ბრაზილიაში დაიბადა.

განათლებით ეკონომისტი, ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. ფოტოგრაფიით კი აფრიკაში მოგზაურობის დროს დაინტერესდა, სადაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ჩადიოდა.  3 წელი საკმარისი აღმოჩნდა, პრესტიჟული სამსახურისთვის თავი დაენებებინა  და ფოტოგრაფი გამხდარიყო.

თავიდან სააგენტო “Sygma” და “Gamma”-ში მუშაობდა, შემდგომ, 1979 წელს კარტიე-ბრესონის და კაპას ყველაზე ცნობილ სააგენტო ”Magnum”-ში მიიწვიეს. 1994 წელს კი საკუთარი სააგენტო “Amazonas Images” დააფუძნა.

იხილეთ ვრცლად