დუდანას სამყარო ინტერნეტში და ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა - კვირის პალიტრა

დუდანას სამყარო ინტერნეტში და ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა

ჩემი ინტერვიუ ჟურნალ "რეიტინგში"

დუდანა ზაქარაია ერთ-ერთი პირველი ბლოგერია “კვირის პალიტრის” საიტზე,  რომლის ფოტოჩანახატები მკითხველში კამათს,  სასიამოვნო თუ სევდიან შეგრძნებებს იწვევს. ბლოგერობა საქართველოში პოპულარული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა,  უცხოეთში კი უკვე დიდი ხანია,  მოყირჭებული აქვთ. ბლოგის შექმნა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია,  ეს არის ინტერნეტში თქვენი გვერდი,  სადაც იმაზე წერთ,  რაც საინტერესოდ გეჩვენებათ. დუდანა ზაქარაია თავისი საქმიანობის შესახებ ვრცლად გვესაუბრა.

- პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ, ეკონომისტი გახლავართ. ამ "გაუგებრობაში" რამდენიმე წლის წინ მოვყევი. ინტერნეტით გავეცანი განცხადებას, რომ "კვირის პალიტრის" რედაქტორს, ბატონ გოგა თევდორაშვილს თანაშემწე სჭირდებოდა. გასაუბრება გავიარე და დამტოვეს, შემდეგ “კვირის პალიტრის” საიტის ადმინისტრირება დამავალეს. როდესაც საქართველოში ბლოგების ბუმი დაიწყო, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პირველი ბლოგერი ამ საიტზე მე გავხდი. ვინაიდან ბლოგერობის გამოცდილება საკმარისად მქონდა, ამიტომაც ადვილად ავიტაცე ეს საქმიანობა.

მანამდე კარგა ხნით ადრე, რომან აბრამოვიჩის გერლფრენდის, დაშა ჟუკოვას საიტზე "სპლეტნიკ რუ" ვცადე ბლოგერობა და საკმაოდ წარმატებითაც. უფრო მეტად ფოტოგრაფებით და მათი ნამუშევრებით ვიყავი გატაცებული და ერთგვარად, ფოტობლოგს ვამზადებდი. ძალიან მიყვარს რეპორტაჟული ჟანრი, როცა ფოტოს ვნახავ, ვინტერესდები ჯერ ფოტოს ისტორიით, მერე მისი ავტორით და ასე იქმნება ხოლმე სხვადასხვა თემა. მყავს ძალიან ბევრი მეგობარი ფოტოგრაფი, რომლებიც სხვადასხვა ჟანრში მუშაობენ.

იხილეთ ვრცლად