პორტრეტების ოსტატი – ალფრედ ნიუმანი - კვირის პალიტრა

პორტრეტების ოსტატი – ალფრედ ნიუმანი

ვფიქრობ, ფოტოგრაფების ახალ თაობას ერთი პრობლემა აქვს – მათ ფორმა და საგანი აინტერესებთ და არა შინაარსი, კომპოზიციაში ჩადებული აზრი, როგორც ამას ორი უდიდესი ფოტოგრაფი კარტიე-ბრესონი და სალგადო აკეთებენ.  ისინი ნებისმიერ თემაზე ფოტოშედევრებს ქმნიან.   მათი ნამუშევრებისგან უდიდეს სიამოვნებას იღებ. ახლა კი სულ ერთი და იგივე მეორდება: ორნი საწოლში, ვინმე ნემსით ხელში, ან რამე ამგვარი,  ”Lifestyle”, ან ღამის კლუბები… ათვალიერებ ასეთ ფოტოებს და ერთ კვირაში გავიწყდება. ფოტო ხომ მაშინ ითვლება საინტერესოდ, თუ ის გონებაში დიდხანს რჩება”. არნოლდ ნიუმანი.

გამოჩენილი ფოტოგრაფ-პორტრეტისტი და იდეალური კომპოზიციის ოსტატი არნოლდ ნიუმანი 1918 წლის 3 მარტს ნიუ-იორკში დაიბადა. 30-იანი წლების მიწურულს  მაიამის უნივერსიტეტში ფერწერას სწავლობდა, თუმცა ოჯახის ფინანსური პრობლემების გამო იძულებული შეიქმნა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და მუშაობა დაეწყო.

მეგობრის, ბენ როუზის რჩევით, 20 წლის ნიუმანი ფილადელფიაში გაემგზავრა, სადაც პორტრეტულ ფოტოსტუდიაში შესთავაზეს სამუშაო. მისი თქმით, სწორედ იქ ისწავლა ხალხთან მუშაობა. 1939 წლისთვის  უკვე არა მხოლოდ ფილადელფიაში, ბალტიმორში, ვესტ-პალმ-ბიჩსა და სხვა ქალაქებში მუშაობდა. ამ დროისთვის  პირველი პორტრეტები და ლაკონური არქიტექტორული ფოტოები შექმნა.

1941 წელს ნიუმანმა ბომონ ნიუჰოლი, ნიუ-იორკის მუზეუმის კურატორი და ფოტოგრაფიის ისტორიკოსი გაიცნო. ნიუჰოლმა ის პორტრეტული ჟანრის ოსტატს ალფრედ სტიგლიცს წარუდგინა. ამავე წელს ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში ახალგაზრდა ფოტოგრაფის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო.

გამოფენას ”მხატვრები ასე გამოიყურებიან” ეწოდა. ძირითადად ცნობილი ადამიანების – მსახიობების, პოლიტიკოსების და მხატვრების პორტრეტებს ქმნიდა.  მის მოდელებს შორის იყვნენ რონალდ რეიგანი, მერილინ მონრო და პაბლო პიკასო. ყველაზე ცნობილ ნამუშევრებად კი პიანისტ იგორ სტრავინსკის და გერმანელი მსხვილი მეწარმის პორტრეტები მიიჩნევა.

იხილეთ ვრცლად