უშბასავით ზვიადი და თეთნულდივით სპეტაკი კუთხე - კვირის პალიტრა

უშბასავით ზვიადი და თეთნულდივით სპეტაკი კუთხე

სვანეთი საქართველოს მშვენება, მითებისა და ლეგენდების მხარე, ბუმბერაზი მთების სავანეა. განუსაზღვრელად დიდია მისი ტურისტული პოტენციალი, აქ  თითოეული სახლი და კოშკი - მურყვამ-მაჩუბი, ტაძარ-სალოცავი, ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლი განსაკუთრებულად საყურადღებოა. ალპინიზმისა და სამთო ტურიზმის განსავითარებლად მეტად ხელსაყრელია სვანეთი...

 

არაერთი საარაკო მთამსვლელი  და მეკლდეური გაუზრდია ამ კუთხეს, რომლებიც საქართველოს სპორტული ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდნენ... სადაცაა დამთავრდება მესტიაში დიდი მასშტაბის მშენებლობები, მათ შორის ისტორიული მუზეუმია, რომელიც თავისი მდიდარი ექსპონატებით უთუოდ აქცევს ამ მხარეს მსოფლიო მასშტაბის ტურისტულად მნიშვნელოვან  განსაკუთრებულ ადგილად....ძალიან ბევრის წერა შეიძლება სვანეთზე, გაუთავებლადაც კი...თუმცა ნანახი და განცდილი უფრო მეტია ვიდრე წაკითხული...ამიტომაც შემოგთავაზებთ რამოდენიმე კადრს სერიიდან "უშბასავით ზვიადი და თეთნულდივით სპეტაკი კუთხე."

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ ვრცლად