ომგადახდილი სარაევოელი ქალები: მაშინ და დღეს - კვირის პალიტრა

ომგადახდილი სარაევოელი ქალები: მაშინ და დღეს

2012 წლის 5 აპრილს სარაევოს ალყიდან 20 წელი გავიდა. ფოტოგრაფი ტომ სტოდარტი, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში სარაევოს ომის ამსახველი კადრების ერთ-ერთი საუკეთესო სერია შექმნა, დაბრუნდა ქალაქში, რათა იმ ხალხისთვის გადაეღო ფოტოები, რომლების მის ფოტოობიექტივში  20 წლის წინათ მოხვდნენ.

ტომთან ინგლისელი ჟურნალისტი გლინ სტრონგი მუშაობდა, რომელმაც ქალბატონებისგან ინტერვიუ აიღო.

სარაევო, ბოსნია, 1995 წ. მელიხა ვარეშამოვიჩი ამაყად მიაბიჯებს და ამით ყველას აჩვენებს, რომ მათი დამარცხება არც თუ ისე იოლია.

სარაევო, ბოსნია, 2012 წლის იანვარი.  ვარეშანოვიჩი ისევ იმ ქუჩაზე მიაბიჯებს, სადაც სტოდარტმა მას 1995 წელს სარაევოს სისხლიანი ალყის დროს გადაუღო.

სარაევო, ბოსნია, 1992 წელი. თვალცრემლიანი დედა შვილთან ერთად ტოვებს ალყაშემორტყმულ ბოსნიას.

პერტი, ავსტრალია, 2005 წლის ოქტომბერი. გორდანა ბურაზორი  უკვე 15 წლის ვაჟიშვილთან, სახლთან ახლომდებარე პლიაჟზე.

იხილეთ ვრცლად