$4,338,500-იანი ფოტო და ანდრეას გურსკის სხვა ნამუშევრები - კვირის პალიტრა

$4,338,500-იანი ფოტო და ანდრეას გურსკის სხვა ნამუშევრები

გერმანელი ფოტოგრაფი ანდრეას გურსკი ცნობილია არქიტექტურისა და პეიზაჟების მასშტაბური გამოსახულებებით, რომელთა უმეტესობასაც მაღალი წერტილიდან იღებს. ერთ-ერთი ფოტო სახელწოდებით ”რეინ ლლ”  (Rhein ll) 2011 წლის 8 ნოემბერს Christie’s ცნობილ აუქციონზე  $4,338,500-ად გაიყიდა.  ფოტო ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. დღესდღეობით ეს ყველაზე ძვირად ღირებული ფოტოა მსოფლიოში.

გურსკის მამა კომერციული ფოტოგრაფი იყო – სარეკლამო ფოტოებს იღებდა, ამიტომაც ანდრეასს  ნიჭის გარდა, მამისგან დიდი გამოცდილება და კარგი სკოლა აქვს გავლილი. ფოტოგრაფის ნამუშევრები უამრავ გამოცემაშია დაბეჭდილი, ასევე  მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა გამოფენაზეა წარმოდგენილი.

”99 ცენტი ll დიპტიხი”, ფოტო თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე 2007 წელს  უკრაინელმა ბიზნესმენმა, ვიქტორ პინჩუკმა,  3 346 456 დოლარად შეიძინა.

იხილეთ ვრცლად