ბოშათა ყოფა ევროპაში მეორე მსოფლიო ომამდე - კვირის პალიტრა

ბოშათა ყოფა ევროპაში მეორე მსოფლიო ომამდე

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2,5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ყოფილ საბჭოთა კავშირში მათი რიცხი ოფიციალური მონაცემით 175,3 ათასი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 20 ათასი ბოშა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტებმა დახოცეს.

ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამდენიმე დიალექტად იყოფა. ასევე საუბრობენ იმ ერების ენაზეც, რომელთა შორისაც მომთაბარეობენ და ცხოვრობენ. ისინი ეწევიან მარგინალურ (მარგინალი-მომთაბარე) ცხოვრებას, რაც იმით გამოიხატება რომ ისინი საზოგადოების მიერ გარიყულნი არიან და იძულებულნი არიან რომ მომთაბარე ცხოვრებას მიჰყონ ხელი, რათა ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეიქმნან.

გთავაზობთ გასული საუკუნის პირველ ნახევარში, მეორე მსოფლიო ომამდელი  ევროპელი ბოშების ყოფის ამსახველ საარქივო ფოტომასალას.

იხილეთ ვრცლად