ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი
ურუგვაის პრეზიდენტ ხოსე მუხიკას, თანამემამულეები ”ელ პრესიდენტე მას პობრე”-ს უწოდებენ, რაც ესპანურად ”ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს” ნიშნავს. 77 წლის მუხიკა თითქმის მთელ ხელფასს ქველმოქმედებას წირავს - 12 500 დოლარიდან მხოლოდ 1 250-ს იტოვებს. ”სავსებით მყოფნის ეს თანხა - ამბობს მუხიკა - უნდა ვიმყოფინო, რადგან ჩემი თანამემამულეების შემოსავალი გაცილებით ნაკლებია”.
პრეზიდენტის მეუღლე სენატორია. ისიც პრეზიდენტის მსგავსად, შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს. მეუღლეები მონტევიდეოში, ფერმაზე, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობენ. ყველაზე მსხვილი შენაძენი მუხიკას გაპრეზიდენტების შემდეგ, 1 950-დოლარიანი ძველი ავტომობილი ”ფოლკსვაგენ ხოჭო” გახლდათ.