ირაკლი ძნელაძე: ცხოვრების კვალდაკვალ ფოტოობიექტივით - კვირის პალიტრა

ირაკლი ძნელაძე: ცხოვრების კვალდაკვალ ფოტოობიექტივით

ბევრ ცნობილ (და ნაკლებად) უცხოელ ფოტოგრაფზე დამიწერია 2 წლის განმავლობაში, რაც ჩემი ბლოგი არსებობს, თუმცა, როდესაც ქართველი ფოტოგრაფების საინტერესო ნამუშევრებს გადავეყრები ხოლმე, სულ სხვა გრძნობა მეუფლება: მიხარია, რომ თანამედროვე რეალობაში არიან ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი ფოტოხელოვანები. ერთ-ერთს ახლახან სრულიად შემთხვევით გადავაწყდი სოციალურ ქსელ facebook-ში. დიდხანს არ მიფიქრია, გადავწყვიტე, დავკავშირებოდი. პასუხმაც არ დააყოვნა – ჩემსა და ირაკლი ძნელაძის შორის სასიამოვნო დიალოგი გაიმართა.

26 წლის ირაკლი ბათუმელია, ახლა პარიზში ცხოვრობს. საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი გზა აქვს გავლილი: დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის რერიხის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი), ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დარგი – ფოტოგრაფია). მას შემდეგ ფოტოგრაფიით არის დაკავებული. ამჟამად პარიზში გადის სტაჟირებას ფოტოგრაფიაში.

ირაკლი ძნელაძე: ” მხატვრულ დოკუმენტალისტიკაზე ვმუშაობ. უპირველესად მაინტერესებს ადამიანი… ხშირად მახსენდება გეიშები, რომელთა სწავლების ერთ-ერთი მიზანი ადამიანებთან საუბრის და ურთიერთობის ხელოვნებაა… და ამ ხელოვნების სწავლასთან ერთად , როდესაც რაიმე სცენას ვდგამ, ვცდილობ, ეს ადამიანები გამოვსახო ჩემს ფოტოებზე."

იხილეთ ვრცლად