კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა და 2012 წლის ჰიტებად იქცა - კვირის პალიტრა

კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა და 2012 წლის ჰიტებად იქცა

ამ ფოტოებმა ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და 2012 წლის ფოტოჰიტებად იქცა

ეს 19 წლის ძაღლი შოპი ართრიტით იტანჯება, თუმცა ერთგული და მოსიყვარულე პატრონი მარტო არ ტოვებს, ტკივილების დასაამებლად ყოველ საღამოს წყალში შეყავს და აძინებს

ინგლისის დედოფალი ელისაბედ II Range Rover-ის საჭესთან

წყვილმა გადაწყვიტა ტბის ფონზე ფოტოს გადაღება. საგულდაგულოდ მოემზადნენ: ფოტოკამერა გამართეს, მოხერხებულადაც მოკალათდნენ და გაღიმებულები აპარატის ჩაჩხაკუნებას ელოდნენ, როცა კადრში ციყვი შემოუხტათ

იხილეთ ვრცლად