Good Bye USSR – მომაკვდავი გედის სიმღერა - კვირის პალიტრა

Good Bye USSR – მომაკვდავი გედის სიმღერა

რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს შოკისმომგვრელი ფოტორეპორტაჟი “დიდი დეპრესიის” დროს არის გადაღებული, მაგრამ სინამდვილეში ის საბჭოთა კავშირის ბოლო წლების ცხოვრებას ასახავს – მაღაზიის ცარიელი დახლები, უსასრულო რიგები, ეკონომიკურად წელში გატეხილი მოქალაქეების სიდუხჭირით დატანჯული სახეები…

მაშინ, როდესაც დასავლეთში ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა და ცხოვრების დონე მაღლდებოდა, საბჭოთა ეკონომიკა სულს ღაფავდა, რაც კომუნისტური სისტემის შედეგი იყო. სისტემამ, რომელიც ფეოდალური წარსულიდან იღებდა სათავეს, თავისუფალი მეწარმეობა ჩაახშო და ქვეყნის განვითარება შეაჩერა.

1980-იან წლებში კომუნისტურმა სისტემამ ნგრევა დაიწყო და 80-იანი წლების მიწურულს პიკს მიაღწია, რაც კადრებში ნათლად არის ასახული. ამ პერიოდისთვის მიხეილ გორბაჩოვის ლიბერალური რეფორმები რადიკალური ცვლილებებისა და გარდაქმნებისკენ, მხოლოდ ხმამაღალი მოწოდებებით შემოიფარგლებოდა. 1991 წლის 26 დეკემბერს კი საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაინგრა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და კომუნიზმის ქვეყანაში პური ტალონებით გაიცემოდა, ისიც დანაწევრებული…

ასეთ ”სასიამოვნო” რიგში დგომით მოხუცებიც კი არ იღლებიან

რუსი ქალბატონი მეზღვაურებს ”ჩასტუშკებით” ართობს

იხილეთ ვრცლად