ფოტოკლასიკა: ბილ ბრანდტი - კვირის პალიტრა

ფოტოკლასიკა: ბილ ბრანდტი

ბილ ბრანდტი ერთ-ერთი მრავალმხრივი და ნაყოფიერი ფოტოგრაფია. მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში. არქიტექტურული და პეიზაჟური სურათების არაჩვეულებრივი ოსტატი თავისი კამერით სოციალური კომენტატორის, სატირიკოსის როლით გამოდის, ნათლად წარმოაჩენს ინგლისის სოციალური სტრუქტურის აბსურდულობას.

ბრანდტმა შემქნა დაუვიწყარი დოკუმენტური მტკიცებულება ადამიანის უბედურებისა, როცა უელსის საშახტო ქალაქების მცხოვრები დეპრესიით დათრგუნული უმუშევრები გადაიღო. ომის დაწყებისთანავე მან ფოტოჟურნალისტიკას მიჰყო ხელი.

ხშირად გამოდიოდა ლონდონის ქუჩებში, ქალაქის დაბომბვის დროსაც კი, რათა ფირზე აესახა ომის შემზარავი რეალობა. ომის შემდგომ ბრანდტმა შიშველი ქალის ნატურის ფოტოსერია გადაიღო., რისთვისაც ფართოწახნაგოვანი, გამოსახულების მადეფორმირებელი ობიექტივი გამოიყენა. ბრანდტისეული ადამიანის ფორმები მაიოლის სკულპტურებსა და ელ გრეკოს მისტიკურ ფიგურებს ჰგავდა...

იხილეთ ვრცლად