აფხაზური კრუბერა – მსოფლიოს ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული - კვირის პალიტრა

აფხაზური კრუბერა – მსოფლიოს ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული

კრუბერის გამოქვაბული (ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) – აფხაზეთში, არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში) მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად.

”უფსკრულში” შესასვლელი ზღვის დონიდან დაახლოებით 2250 მეტრზე მდებარეობს. ეს უღრმესი კარსტული გამოქვაბული გახლავთ ჭების კასკადი, რომელთაც აერთიანებს გალერეები და ვიწრო გადასასვლელები. ზოგიერთი ქვაბულის სიღრმე 1000 მეტრია, ზოგისაც – მეტი.

გამოქვაბულთან არაერთი რეკორდია დაკავშირებული, მაგალითად ვორონია-კრუბერის გამოქვაბულში მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მირაკრაკებს (სიგრძე 18 მეტრი) და შემდეგ შავ ზღვაში ჩაედინება.

იხილეთ ვრცლად