ომს არა აქვს ბავშვური სახე… - კვირის პალიტრა

ომს არა აქვს ბავშვური სახე…

ომი ქაოსია. ომი ჯოჯოხეთია… ომში არ არის ბავშვის ადგილი. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს (და არა მხოლოდ) ბავშვები, არათუ ხედავდნენ ამ საშინელებას, მონაწილეობასაც კი იღებდნენ მასში. უსახლკაროდ და უდედმამოდ დარჩენილი შეშინებული პატარები ვერ ხვდებიან, რით დაიმსახურეს ასეთი სასჯელი… ომს სახე არ აქვს, მაგრამ ამ ფოტოებზე მან ყველაზე ნორჩ და ლამაზ სახეებზე დაასვა სამუდამო დაღი…

ამერიკელი მედიკოსები და ფრანგი გოგონა ჟენევიევ მარი. ფოტოზე მარცხნივ – გოგონას ძმა ოგიუსტ მარი. ბავშვები 1944 წლის 5 ივნისს ამერიკელი ბომბდამშენის მიერ ბატარეა La Croix aux Bertots-ის დარბევისას დაიჭრნენ. დარბევის დროს პატარების დედა დაიღუპა…

დედის ცხედართან მტირალი რუსი ბავშვი

მათხოვარი ბავშვები ვარშავულ გეტოში

იხილეთ ვრცლად