World Press Photo 2013-ის გამარჯვებულები - კვირის პალიტრა

World Press Photo 2013-ის გამარჯვებულები

55 წელზე მეტია, არსებობს საერთაშორისო ფოტოკონკურსი World Press Photo. კონკურსის ჟიურიში შედიან წამყვანი ექსპერტები, რომელთა შემადგენლობა ყოველ წელს იცვლება. გამარჯვებული ფოტოების გამოფენა 45 ქვეყანაში ეწყობა და დაახლოებით 2 მილიონამდე მნახველი ჰყავს. ამ ფოტორეპორტაჟში წლევანდელი გამარჯვებულების ნამუშევრებს გთავაზობთ.

კატეგორია ”შემთხვევები. ერთი ფოტო”, პირველი ადგილი: იდლიბი, სირია, 2012 წლის 10 მარტი. სირიის არმიის მიერ აიდას სახლის დაცხრილვისას მისი მეუღლე და ორი შვილი დაიღუპა. (Rodrigo And, Argentina, The Associated Press)

კატეგორია ”წლის ფოტოს” გამარჯვებული: ქალაქი ღაზა, პალესტინა, 2012 წლის 20 ნოემბერი. 2 წლის სუჰაიბ ჰიჯაზი და მისი 3 წლის ძმა მუჰამედი დაიღუპნენ – მათ სახლს ჭურვი დაეცა. (Paul Hansen/Sweeden/Dagens Nyheter)

კატეგორია ”სპორტი. სპორტული ღონისძიებები. ერთი ფოტო”, 1-ლი ადგილი: დასავლეთ სუმატრას პროვინცია, ინდონეზია, 2012 წლის 12 თებერვალი. ხარებით რბოლა ”პაკუ ჯავი”, რომელსაც სოფლებში მოსავლის აღების შემდეგ აწყობენ. (Wei Seng Chen/Malaysia)

იხილეთ ვრცლად