ფოტოკლასიკა: ჰაროლდ ფეინშტეინი - კვირის პალიტრა

ფოტოკლასიკა: ჰაროლდ ფეინშტეინი

ჰაროლდ ფეინშტეინი ნიუ-იორკში (ბრუკლინი) 1931 წელს დაიბადა. პირველად 15 წლისამ დაიწყო გადაღება და ფოტოლიგას (Photo League) შეუერთდა, სადაც დაეუფლა კიდეც ამ დიდ ხელოვნებას. 19 წლისა უკვე ფოტოგრაფიის ახალგაზრდა შემოქმედად მიიჩნეოდა.

ფეინშტეინის ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში, ებრაულ მუზეუმში, ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმსა და George Eastman House-შია დაცული. მისი პორტფოლიო მსოფლიოს უმსხვილეს გამოცემებში ქვეყნდებოდა.

იხილეთ ვრცლად