ცნობილი, სკანდალური და უჩვეულო ამბორი კინოსა და ცხოვრებაში
22-04-2013
ცნობილი, სკანდალური და უჩვეულო ამბორი კინოსა და ცხოვრებაში
”ამხანაგური კოცნა”

დმიტრი ვრუბელის ცნობილი გრაფიტი ბერლინის კედელზე, რომელზეც ლეონიდ ბრეჟნევი და ერიკ ჰონეკერი იყვნენ გამოსახული. გრაფიტი 2009 წლის მარტში წაშალეს.






Le baiser de l`Hôtel de Ville


1950 წელს ფრანგმა ფოტოგრაფმა რობერტ დუანომ თავისი ყველაზე ცნობილი კადრი გადაიღო – კოცნა პარიზში. ფოტო ახალგაზრდა პარიზელების სიყვარულის საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა.




ფოტოების ცნობილი სერია პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობით. პუტინი 5 წლის ნიკიტა კონკინს მუცელზე ჰკოცნის. 2006 წლის ეს მოვლენა დიდი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიო
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების ცენტრში. მთავარი კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებდა – რატომ მაინც და მაინც მუცელზე?

ორი ოსკაროსნის კიდევ ერთი ცნობილი კოცნა – სანდრა ბალოკმა და მერილ სტრიპმა ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე ნომინაციაში ”საუკეთესო მსახიობი ქალი” – პრიზი ორიგინალურად გაიყვეს: პირველი სცენაზე მერილ სტრიპი გამოვიდა და
გონებამახვილური სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. შემდეგ სცენაზე სანდრა ბალოკი ავიდა და მერილ სტრიპს განმგმირავი მზერა ესროლა, რომელსაც სუპერვარსკვლავმა ასეთივე ჟესტით უპასუხა, თუმცა მეორე წამს ბალოკმა მიკროფონში ჩასძახა ”არ დაიჯეროთ, ეს ყველაფერი სისულელეა!” და მსახიობებმა ერთმანეთს აკოცეს

იხილეთ ვრცლად

kako
23 აპრილი 2013 21:46
2011 წელს ბერლინში ვიყავი და კედლის ფრაგმენგტზე ისევ იყო ბრეჟნევ-ჰონეკერის ამბორი. ასე რომ ან აღადგინეს, ან 2009 წელს არ წაუშლიათ.

რედაქტორის რჩევით