ფოტოკლასიკა: რუთ ორკინი - კვირის პალიტრა

ფოტოკლასიკა: რუთ ორკინი

რუთ ორკინი ჰოლივუდში გაიზარდა, სადაც დედამისი მუნჯი კინოს მსახიობი იყო. 1939 წელს ორკინი ფოტოჟურნალისტიკას სწავლობდა ლოს-ანჟელესის კოლეჯში. 1943 წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და ღამის კლუბების ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით წარმატებული შტატგარეშე ფოტოგრაფი გახდა და მისი ნამუშევრები უმსხვილეს გამოცემებში (Life, Look и Ladies’ Home Journal) იბეჭდებოდა.

ორკინს აღიარება მოუტანა ფოტომ ”ამერიკელი იტალიაში” (American Girl in Italy, 1951) მასზე 23 წლის ნინალი კრეიგია აღბეჭდილი. ორკინმა შენიშნა, როგორ უყურებდნენ ქუჩაში მიმავალ გოგონას იტალიელი მამაკაცები და ეს მომენტი დააფიქსირა.

იხილეთ ვრცლად