ანდრე ვილიე: ჩემი მეგობარი პიკასო - კვირის პალიტრა

ანდრე ვილიე: ჩემი მეგობარი პიკასო

ანდრე ვილიე 23 წლის იყო, პაბლო პიკასო რომ გაიცნო – მან მხატვარს ფოტოს გადაღება სთხოვა. აქედან დაიწყო მათი მეგობრობა, რომელმაც მთელი ცხოვრება გასტანა. ანდრე და პაბლო ერთად ადგენდნენ კოლაჟებს, პიკასო ბოლო შტრიხს ჰმატებდა ვილიეს ფოტოებს – კადრს ზემოდან ახატავდა და ამით სრულჰყოფდა ფოტოხელოვანისა და მხატვრის ერთობლივ ნამუშევარს.

პიკასოს გარდა ვილიემ ფირზე ბევრი ტიტანი აღბეჭდა – დალი, შაგალი, მირო, ლე კორბიუზენი… მაგრამ გულწრფელად რომ ითქვას, პიკასოსთან მეგობრობა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს – მას შეეძლო გადაეღო იქ, სადაც კარი მხოლოდ რჩეულთათვის იყო ღია – მხატვრის სახელოსნოში…

იხილეთ ვრცლად