ოთხი და და 36 წელი - კვირის პალიტრა

ოთხი და და 36 წელი

შორეულ 1975 წელს ამერიკელმა ფოტოგრაფმა ნიკოლას ნიქსონმა ფირზე ოთხი დის ერთობლივი პორტრეტი აღბეჭდა, მათ შორის მისი მეუღლე ბიბიც იყო. მას შემდეგ ფოტოს ყოველწლიური გადაღება ტრადიციად იქცა.

პროექტი 36 წლის განმავლობაში გაგრძელდა. პირველ ფოტოზე ყველაზე უმცროსი და, მიმი, 15 წლისაა, ბოლოზე კი, ყველაზე უფროსი, ბიბი – 61-ს. სერიას ”დები ბრაუნები” ჰქვია. ფოტოებს არ აქვს დიდი მხატვრული ღირებულება, თუმცა პროექტი საკმაოდ საინტერესოა – თვალს ადევნებ, თუ როგორ ემატება ქალს წლები, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ბერდება…

იხილეთ ვრცლად