პროტესტის კულტურა თურქეთში: როცა ადამიანობა კანონზე მაღლა დგას
03-06-2013
პროტესტის კულტურა თურქეთში: როცა ადამიანობა კანონზე მაღლა დგას
თურქეთის 20-ამდე დიდ ქალაქში 100000 ობით ადამიანმა ქუჩებს მიაშურა, რათა მთავრობის მიერ საკუთარი ხალხისადმი დამოკიდებულება გაეპროტესტებინა. უკანასკნელი 2 ათწლეულის მანძილზე თურქეთში ამ მასშტაბის საზოგადო მღელვარებას ადგილი არ ჰქონია. პარასკევსა და შაბათს, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებებში 4 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 130 კი დაშავდა. პოლიცია მომიტინგეების დასარბევად ცრელმსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ყველაფერი კი 100 მდე თურქის მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო, რომლებიც ტაქსიმის რაიონში მდებარე ”გეზი პარკის” ადგილზე მასშტაბური
სავაჭრო ცენტრის გახსნის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. პოლიციამ ისინი დაარბია, ამას კი საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა. ”ეს უკვე ხეებს აღარ ეხება, ეს ხალხის, ერის სიამაყის საკითხია. ვაპროტესტებთ სახელმწიფო წყობილებას, იმას, რომ ერდოღანს თავი მეფედ მიაჩნია” – აცხადებენ მომიტინგეები.


მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი გადაწყვეტილების შეცვლას
არ ჩქარობს. მეტიც, მან განაცხადა, რომ პარკის რეკონსტრუქციის გეგმაზე უარის თქმას არ აპირებს და პროექტი მაინც განხორციელდება. სავაჭრო ცენტრის აშენების გარდა, ერდოღანის თქმით, ასევე იგეგმება ”ოსმალური იმპერიის დროინდელი სამხედრო ბარაკების რეკონსტრუქცია”.

“ტაქსიმის მოედანი ის ადგილი არ არის, სადაც ექსტრემისტები თავისუფლად ითარეშებენ“, – განაცხადა ერდოღანმა. თუმცა დასძინა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ რიგ ქმედებებში პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა და მათი მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტები გამოძიებული იქნება, დამნაშავეები კი დაისჯებიან.

„მთავრობას სურს, ქვეყანა ისლამურ სახელმწიფოდ გადაქციოს და თავს მოგვახვიოს საკუთარი ხედვა. ამავე დროს კი მსოფლიოს თავი დემოკრატად მოაჩვენოს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სოლიდარობას უცხოელი ვარსკვლავები უცხადებენ. დემონსტრანტების მხარდაჭერისა და ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელების მეშვეობით გამოაქვეყნეს.

“შეწყდეს ძალადობა თურქეთში! დაიწყეთ სიყვარულის რევოლუცია!” – ასე ეხმაურება მადონა თურქეთში განვითარებულ მოვლენებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე და იქაურებს ტოლერანტობისკენ მოუწოდებს.

ბრიტანელი მსახიობი ტილდა სვინტონი “ტვიტერის” მეშვეობით მსოფლიოს მცხოვრებთა ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

“ძვირფასო მოქალაქეებო, ახლა ამ წუთებში პოლიცია ძალის გამოყენებით არბევს სტამბოლში შეკრებილ მოქალაქეებს”, – დაწერა “ტვიტერზე” ტილდა სვინტონმა.


თურქ დემონსტრანტებს სიძლიერისკენ მოუწოდებს ამერიკელი მსახიობი მარკ რუფალო: “ფრთხილად და მაგრად იყავით. თურქეთში რაღაც საშინელება ხდება”.


“ვიმედოვნებ, რომ ერდოღანი და AKP (“სამართლიანობისა და განვითარების პარტია”) სათანადო ყურადღებას გაამახვილებენ მომხდარზე. თურქეთი დემოკრატიული და არა თეოკრატიული ქვეყანაა”, – წერს ამერიკელი მუსიკოსი მობი “ტვიტერზე”.

სტამბოლში მომხდარს გამოეხმაურა ბრიტანული როკ ჯგუფის, Radiohead-ის ვოკალისტი ტომ იორკიც.

იხილეთ ვრცლად
ფოტოები აღებულია აქედან:

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?