ეიმი მალინზი – ინვალიდი ქალი, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია - კვირის პალიტრა

ეიმი მალინზი – ინვალიდი ქალი, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია

ეიმის დაბადებიდან დაყვა წვივის მცირე ძვლების პათოლოგია. ექიმებმა დაასკვნეს, – : ბავშვი ვერასდროს გაივლისო… და 6 თვისას ფეხები მოჰკვეთეს. მაგრამ რა იცოდნენ, მომავალი რას უმზადებდათ – გოგონამ გაიარა, შემდეგ გაირბინა და სიგრძეში ხტომაც დაიწყო სპეციალური პროთეზის საშუალებით.

36 წლის ეიმიმ ბევრს მიაღწია – მოდელის კარიერა გაიკეთა, კინოშიც აქტიურად იღებენ, 1996 წელს ატლანტის პარაოლიმპიურ თამაშებზე ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 100 მეტრი 17.01 წამში გაირბინა და სიგრძეში 3,14 მეტრზე გადახტა.

ეიმის 12 წყვილი პროთეზი აქვს, რომელთა დიზაინი თავად შექმნა. სირბილისთვის ე.წ. ”გეპარდის ფეხებს” – ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებულ პროთეზს იყენებს, სხვადასხვა ღონისძიებაზე დადის სილიკონის ფეხებით, რომლებსაც ნამდვილისგან ვერც გაარჩევთ – მათზე ვენები და თმის ფოლიკულებია დახატული. გარდა ამისა, ეიმის საგანგებოდ Alexander Mcqueen-ს შოუსთვის აქვს გამჭვირვალე, მინისებური პროთეზი…

იხილეთ ვრცლად