სიზმრების კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

სიზმრების კვალდაკვალ

ოცი წელი ვოცნებობდი ამ დღეზე, ოცი წელი არ მასვენებდა ერთი და იგივე სიზმრები. ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად უბედური ვარ: – დავძლიე შიში და სიზმრების გზის გასავლელად დავბრუნდი ჩემს ქალაქში რამდენიმე დღით, სტუმრის სტატუსით, მარტო…

სოხუმის მე-11 სკოლა. ადგილი, რომელიც ყველაზე ხშირად მესიზმრება. ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები აქ გავატარე. სწორედ აქედან ვიწყებ სიზმრების ახდენას და წარსულში მოგზაურობას.

ვხედავ, სკოლის დირექტორი ლეონტი ქუხილავა თავის საუკეთესო შავი ხავერდის კოსტუმში გამოწყობილა და შენობის შესასვლელთან სიტყვით გამოდის. აურზაურია, ბავშვები ირევიან. მე კი ერთადერთ სახეს ვეძებ, მანჩოს სახეს. სკოლასთან ორ ნაბიჯში ცხოვრობს, თუმცა სულ იგვიანებს. ვიღაცის მზერას ვგრძნობ, მას მერე არავის შემოუხედავს ჩემთვის ასე…

დღეს მანჩო აღარ არის…

მანჩოს სახლი

პარკი სკოლის წინ

შრომის გაკვეთილიდან ვიპარებით ”აცანგუარაში”, დილიდან ვოცნებობ 50 კაპიკიან ნამცხვარზე. დღეს სახლში ფეხით მომიწევს წასვლა – ტროლეიბუსის ბილეთის ფული აღარ მრჩება…

მთელი კლასი ვირაზმებით და შატალოზე მივდივართ. კინოთეატრში ინდურ ფილმს უჩვენებენ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ინდურია თუ ჩინური, მთავარია, ერთად ვართ და მთელ დარბაზს ხმაურით ვიკლებთ.

შემდეგ სანაპიროზე მივდივართ…

იხილეთ ვრცლად