სიზმრების კვალდაკვალ
15-09-2013
სიზმრების კვალდაკვალ
ოცი წელი ვოცნებობდი ამ დღეზე, ოცი წელი არ მასვენებდა ერთი და იგივე სიზმრები. ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად უბედური ვარ: – დავძლიე შიში და სიზმრების გზის გასავლელად დავბრუნდი ჩემს ქალაქში რამდენიმე დღით, სტუმრის სტატუსით, მარტო…




სოხუმის მე-11 სკოლა. ადგილი, რომელიც ყველაზე ხშირად მესიზმრება. ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები აქ გავატარე. სწორედ აქედან ვიწყებ სიზმრების ახდენას და წარსულში მოგზაურობას.



ვხე
დავ, სკოლის დირექტორი ლეონტი ქუხილავა თავის საუკეთესო შავი ხავერდის კოსტუმში გამოწყობილა და შენობის შესასვლელთან სიტყვით გამოდის. აურზაურია, ბავშვები ირევიან. მე კი ერთადერთ სახეს ვეძებ, მანჩოს სახეს. სკოლასთან ორ ნაბიჯში ცხოვრობს, თუმცა სულ იგვიანებს. ვიღაცის მზერას ვგრძნობ, მას მერე არავის შემოუხედავს ჩემთვის ასე…

დღეს მანჩო აღარ არის…




















მანჩოს სახლი




















პარკი სკოლის წინ







































შრომის გაკვეთილიდან ვიპარებით ”აცანგუარაში”, დილიდან
ვოცნებობ 50 კაპიკიან ნამცხვარზე. დღეს სახლში ფეხით მომიწევს წასვლა – ტროლეიბუსის ბილეთის ფული აღარ მრჩება…

















მთელი კლასი ვირაზმებით და შატალოზე მივდივართ. კინოთეატრში ინდურ ფილმს უჩვენებენ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ინდურია თუ ჩინური, მთავარია, ერთად ვართ და მთელ დარბაზს ხმაურით ვიკლებთ.


















შემდეგ სანაპიროზე მივდივართ…

იხილეთ ვრცლად
თათა
18 სექტემბერი 2013 17:43
რუსეთს კონფლიქტის ტერიტორიები კი არა საქართველო ისევ თავის გუბერნიად მიაჩნია ...
megzuri
18 სექტემბერი 2013 11:15
ბატონო, გაგრელო.. გავიდა 20 წელიწადი და 1-ნაბიჯით
ვერ წავიწიეთ წინ, ისმის კითხვა რატომ?=
1-ლი რატომ გაგვწირა შევარდნაძემ და რუსებმა??
2-ე ვინ მოიგო ამ კონფლიქტში და რა გზა არსებობს ამ
კონფლიქტის მოსაგვარებლად???
ის რომ რუსებს დაპყრობილი ტერიტორიები საკუთრად არ
მიაჩნიათ ეს განვლილი წლების გადასახედიდან ნათლად ჩანს
საქართველო კონფლიქტის გადაწყვეტისათვის თავს არ
იწუხებს, მხოლოდ განცხადებების დონეზე პრობლემას ვერ გადავწყვეტთ.
არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი და არც ივანაშვილი არ
ამბობენ სიმართლეს, აშკარაა არც ერთი ამათგანი კონფლიქტების საკითხს არ აგვარებდნენ, აკეთებდნენ ისეთ
ვითომ მცდელობას და მეტი არაფერი...
თუ დაფიქრებულხართ თქვენ და სხვები ჩვენი თანამემამულები რა გზები არსებობს ამ პრობლემის
გადასაწყვეტად??? საერთოდ ვინმეს თუ აქვს რაიმე იდეა???
დღემდე მარტო ლტოლვილების მოტყუება მიდის ნებისმიერ დონეზე... არვის არ აწყობდა (და დღესაც ასეა) შექმნილ იყო რაიმე დონის ორგანიზაცია აფხაზეთიდან ლტოლვილებისაგან. გვყავს ვითომ მთავრობა
რომლებიც მშობელ დედას გაყიდიან და ა.შ.
რა უნდა ვაკეთოთ???


gagreli s
16 სექტემბერი 2013 15:19
gagreliმ, მამის სული ქი კი არა სენტანა, ყოველ წუტს და წამს, ის არ გშორდება, მუდამ სენტანაა

რედაქტორის რჩევით